პრემიერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები,  სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ერევანში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის დროს განხილულ მთავარ თემებზე.  

„საუბარი მქონდა სამხრეთ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე დაკავშირებადობის კუთხით. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან საინტერესო მოცემულობაშია ჩვენი რეგიონი. ჩრდილოეთისკენ არის მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვგულისხმობ და  არის სამხედრო დაპირისპირება, კრიზისი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად საქართველოც მათ შორის, არის მოქცეული ამ ორ სამხედრო კონფლიქტს  შორის. ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, არსებობს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონს და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები. ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები,  სომხეთი და აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს შესაძლებლობა ავითვისოთ. შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენი როლი გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ. საუბარი მქონდა ასევე იმ ინვესტიციებზე, რომლებიც ხორციელდება ინფრასტრუქტურის სფეროში. ყველა დეტალთან დაკავშირებით გავუზიარე ინფორმაცია და მოსაზრებები ჩვენს კოლეგებს, რაც შეეხება დაკავშირებადობას. ასევე, ერთ-ერთი თემა იყო მწვანე ენერგია, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. აქაც გავაცანი კოლეგებს ჩვენი გეგმები. ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გენერაცია, გამომუშავება გაიზარდოს 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გახდება მთლიანად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ელექტროენერგია. ამ კუთხით ხაზი გავუსვი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც. ყველა ამ თემაზე გვქონდა საუბარი კოლეგებთან", -  განაცხადა პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა - იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
,,ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა''- პრემიერი
,, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება''- პრემიერი
პრემიერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით
ირაკლი კობახიძე - ზელენსკისთან გვქონდა მეგობრული, საინტერესო საუბარი, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა შეხვედრის ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ მზაობა
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა - როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს
ირაკლი კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კობახიძემ EPC-ს სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ანდრეი სიბიგა - მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე
ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს
ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ