,, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება''- პრემიერი
გამჭვირვალობა არის სწორედ, რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასეთ დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება.
„არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. რით დაიწყო ეს ყველაფერი არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის. იყო პირდაპირ, თავის დროზე, ომში ჩართვის მოთხოვნა, პირდაპირ გაჟღერდა ეს მოთხოვნა კონკრეტულ შეხვედრაზე და ამას მოჰყვა შემდეგ შანტაჟი ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც გრძელდება მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ ყველაფერში ვიღაც-ვიღაცებმა ჩართეს ევროპული ბიუროკრატიაც, ეს არის საერთო ინტერესი. როდესაც არის უხეში პოლიტიკური ინტერესი, იქ, რა თქმა უნდა, არგუმენტები არ ჭრის, იქ არის შიშველი პოლიტიკური ინტერესები და კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, გამოიყენონ მათ შორის ევროპული ბიუროკრატია ამ ინტერესების გასატარებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო.
ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა ხდებოდა და რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და ვსაუბრობთ ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ურთიერთობები. ეს არის პოლიტიკა, სამწუხაროდ, პოლიტიკაში არის ბევრი სიბინძურე, მათ შორის, ევროპაშიც და მთავარია, რომ შეიცვალოს ეს მოცემულობა. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა დღეს შექმნილი, რომ ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი, რბილად ვამბობ, ინტერესები. ეს თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ვითარება გაუმჯობესდება.
რაც შეეხება კანონებს, კანონები ეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის სწორედ, რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასეთ დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ კანონების გაწვევაზე, ეს კანონები ეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა არის აუცილებელი როგორც ხელისუფლების შემთხვევაში, ისე მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების შემთხვევაში. ეს არის ტრადიციული ევროპული ღირებულება და როდესაც კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, თუ პოლიტიკოსები უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, აქედან ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები,"- აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა - იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
,,ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა''- პრემიერი
,, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება''- პრემიერი
პრემიერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით
ირაკლი კობახიძე - ზელენსკისთან გვქონდა მეგობრული, საინტერესო საუბარი, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა შეხვედრის ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ მზაობა
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა - როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს
ირაკლი კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კობახიძემ EPC-ს სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ანდრეი სიბიგა - მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე
ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს