ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიუშენით დაავადებული ბავშვების მედიკამენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული.
„ეს არის მგრძნობიარე საკითხი, ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება, ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, ასეთი საკითხების მოგვარების დროს, არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული, ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი. ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ ყველა საკითხი უნდა იყოს აწონდაწონილი, გონივრულად.
არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, არის, მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან.
„არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები. არ მინდა კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინცდამაინც ისე ემთხვევა ხოლმე, გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს, შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან, ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული.
არც ერთი თეთრი და არც 10 მილიონი, არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. რაც მთავარია, არ შეიძლება, ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ კონკრეტულ შემთხვევაში, განზოგადებულად ვსაუბრობ, არ შეიძლება, განზოგადებულად ავყვეთ ჩვენ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს.
ყველაფერთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოების წინაშე. დაელოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, ყოველ ჯერზე მათ აქვთ ექსპერტული ცოდნა ყველაფერთან დაკავშირებით. დისკუსიაშიც შეგიძლიათ, შეხვიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ თემაზე და სხვა მსგავს თემებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ერთიანდებოდნენ და იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ
,,გუნდი და საერთო პოლიტიკა, მათ შორის კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა - იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
,,ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდებოდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ გაჩერებულა''- პრემიერი
,, სამწუხაროდ, ხშირად საქართველოსთან მიმართებით დომინირებს არასწორი ინტერესები და ეს თუ შეიცვლება, ვითარება გაუმჯობესდება''- პრემიერი
პრემიერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან, დასავლეთთან აკავშირებს 7 ქვეყანას, ეს ზრდის ჩვენს როლს დაკავშირებადობის კუთხით
ირაკლი კობახიძე - ზელენსკისთან გვქონდა მეგობრული, საინტერესო საუბარი, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა შეხვედრის ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ მზაობა
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა - როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს
ირაკლი კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კობახიძემ EPC-ს სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ანდრეი სიბიგა - მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე
ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს
ირაკლი კობახიძე - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ