ილჰამ ალიევი ბაქოში ჯორჯია მელონის შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

 

ალიევმა ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და იტალია სტრატეგიული პარტნიორები არიან.

 

„დღეს აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ღრმა შინაარსს. ყველამ იცის, რომ დღეს თქვენ სომხეთში იყავით. თქვენი პროგრამის დასრულებას სომხეთში და აზერბაიჯანში ჩამოსვლას ჩვენთვის განსაკუთრებული, უაღრესად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, ეს აზერბაიჯანის მიმართ გამოვლენილი პატივისცემისა და კეთილი ნების აშკარა გამოვლინებაა. როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა. იტალია აზერბაიჯანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბუნებრივია, ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობაა. აქაც, როგორც სანდო პარტნიორები, მრავალი წლის განმავლობაში ვუჭერთ მხარს ერთმანეთს", - განაცხადა ალიევმა.

 

თავის მხრივ, ჯორჯია მელონიმ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

მელონის თქმით, ეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში 2013 წლის შემდეგ.

 

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ იტალიაში გაზისა და ნავთობის ექსპორტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ - წარმოვადგენ დიდი სიამაყით. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კავშირების განმტკიცებაზე. ჩვენი მეგობრობა ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ურთიერთობებში, ჩვენს საზოგადოებებს შორის კავშირებსა და ჩვენს კულტურულ კავშირებში. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მაღალ დონეს მიაღწევს", - განაცხადა მელონიმ.

 





მსგავსი სიახლეები
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას
კოლუმბიაში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად ცხრა მუშა დაიღუპა
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი სამუდამოდ დგას სომეხი ხალხის გვერდით
ილჰამ ალიევი ბაქოში ჯორჯია მელონის შეხვდა
ფრიდრიხ მერცი - ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს, რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა შეწყვიტოს
უკრაინის პრეზიდენტმა 6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
,, ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა“, თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს''- დონალდ ტრამპი
,,8-9 მაისს საბრძოლო მოქმედებების ზონაში ზავი გამოცხადდება''- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
კალასი: აშშ-ის ჯარების გაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა
,,ვაშინგტონთან ევროპელი ლიდერების დაძაბულობა გაიზარდა, რადგან ევროპას არ სურს ირანთან ომში მონაწილეობა''-კირ სტარმერი
ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ არ სურს აშშ-მა იტალიიდან სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს
,,ევროკავშირმა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სომხეთთან და რეგიონთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს''- ანტონიო კოშტა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა უარყო
რობერტა მეცოლა ილჰამ ალიევს პასუხობს - ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობისადმი მიდგომას და დავიცავთ საკუთარ პოზიციას
ფრიდრიხ მერცი - უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს გერმანიის მთავრობისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს
ილჰამ ალიევი - მშვიდობის საერთაშორისო გზა, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდება, აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს, ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილიც გახდება
ილჰამ ალიევი:ევროპარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს
სომხეთში მიმავალი პედრო სანჩესის თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა შევამციროთ ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში, მათ შორის ენერგეტიკაში, გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში
ილჰამ ალიევი ერევანში მიმდინარე „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ მერვე სამიტში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას