ირაკლი კობახიძე - ჩქაროსნული მაგისტრალებისთვის მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება, 2031 წელს თბილისს ექნება ახალი აეროპორტი, გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი

ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში. ზოგადად, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული.

 

აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით. გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი და რაც ასევე ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ამ ყველაფერში რკინიგზის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანია საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე ზრუნვა", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი
ირაკლი კობახიძე - ჩქაროსნული მაგისტრალებისთვის მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება, 2031 წელს თბილისს ექნება ახალი აეროპორტი, გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა
"ბრითიშ პეტროლეუმი" - 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექვსი მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაიტვირთა
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება და შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა