ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი
30 %-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის წლიური წმინდა მოგება, ანუ უკვე არსებული მაჩვენებლები რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ, სულ მცირე, 40 მლნ ლარით მეტი ექნება რკინიგზას შემოსავალი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ერთწლიან ჭრილში, რაც ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა - 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა, 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, აქ საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე, 50 ახალი ლოკომოტივი და 1 500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე, 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას, გაზრდის კომფორტს და შეამცირებს გადაადგილების დროს ჩვენი მგზავრებისა და სტუმრებისთვის.
განხორციელდება რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია, დაინერგება თანამედროვე ავტომატიზებული მართვის სისტემები, დაემატება რკინიგზას ახალი მიმართულებები, აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის ახალი ხაზი. ჩვენ, ასევე, დავაანონსეთ ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის, ე.წ. კუკუშკის განახლება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და ტურისტული კუთხითაც.
მთლიანობაში, საქართველოს რკინიგზაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი, რაც სხვადასხვა წყაროდან იქნება მობილიზებული. ის შედეგები, რაც უკვე გვაქვს საქართველოს რკინიგზაში მეტყველებს იმაზე, რომ სწორი მიდგომის პირობებში შესაძლებელია, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ ფუნდამენტურ შედეგებს. კერძოდ, თუ სწორად ვებრძვით კორუფციას, ნეპოტიზმს და თუ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, შედეგი შეიძლება, დადგეს ძალიან სწრაფად. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველოს რკინიგზა,"- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს წარმატებული რეფორმების განხორციელებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომლის ზედამხედველობითაც, ხელმძღვანელობითაც წარიმართა ეს პროცესები საქართველოს რკინიგზაში, ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს, სწორედ, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეფორმები და ცვლილებები. მადლობა მათ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას,"- განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი
ირაკლი კობახიძე - ჩქაროსნული მაგისტრალებისთვის მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება, 2031 წელს თბილისს ექნება ახალი აეროპორტი, გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა
"ბრითიშ პეტროლეუმი" - 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექვსი მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაიტვირთა
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება და შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა