ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პრიორიტეტულია. კომპანიის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შემუშავებულია კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც სამ საკვანძო მიმართულებას ეფუძნება: ინფრასტრუქტურის განვითარებას, სატვირთო გადაზიდვების გაძლიერებას და სამგზავრო მიმართულების მოდერნიზაციას. თითოეული მიმართულება უზრუნველყოფილია დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმებით და ერთიან სისტემაში აერთიანებს ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ განვითარებას, რაც ქმნის საფუძველს კომპანიის ეფექტიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური მდგრადობის ზრდისთვის.

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს რკინიგზის ჯამური ოპტიმიზაციის ეფექტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 230 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 30%-მდე გაიზარდა.

 

რაც შეეხება საოპერაციო მოგების მარჟას, ის 25%-დან 36%-მდე გაიზარდა. გატარებული სამუშაოების შედეგად, მთავარი სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობამ 30%-ით მოიმატა, ხოლო ქვეყნის გადაკვეთის დრო 20%-ით შემცირდა.

 

„ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას. ვიწყებთ სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებას. განხორციელდება 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შეძენა და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის გადაკვეთის დრო 24 საათიდან 12 საათამდე შევამციროთ და ამასთან გავაორმაგოთ ქვეყნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად აქტიურად ვითარდება სამგზავრო მიმართულებაც. კომპანია ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენას გეგმავს, რაც საქართველოს რკინიგზას მგზავრთნაკადის გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს და მგზავრობა უფრო სწრაფი, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება.

 

2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი - ბათუმისა და თბილისი - ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაადგილებას. შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია, რომელიც 2027 წლის ზამთარში დასრულდება. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ „კუკუშკის" უნიკალური გამოცდილებით.

 

„რკინიგზა არის უფრო უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. სახელმწიფო უკვე აშენებს საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

როგორც სასტუმრო „პარაგრაფში" გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ტრადიციული მარშრუტების სიმყიფე და ახალი, სანდო დერეფნების საჭიროება გამოკვეთა, რამაც შუა დერეფანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი ლოგიკური შედეგია და ქვეყანა მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც სტაბილურობისა და ხარისხის გარანტმა პარტნიორმა. აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, შუა დერეფანი უკვე ყალიბდება გლობალური ვაჭრობის რეალურ და კონკურენტუნარიან ალტერნატივად.

 

 





მსგავსი სიახლეები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი
ირაკლი კობახიძე - ჩქაროსნული მაგისტრალებისთვის მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება, 2031 წელს თბილისს ექნება ახალი აეროპორტი, გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა
"ბრითიშ პეტროლეუმი" - 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექვსი მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაიტვირთა
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება და შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანია China Eastern Airlines- სთან - შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა