ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას

სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ფაშინიანის მტკიცებით, ისტორიულად არსებობდა აღქმა, რომ სომხეთი ცუდ, თუნდაც სავალალო გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა დღეს ძალიან სიმბოლურია ევროპელი პარტნიორებისგან იმის მოსმენა, რომ სომხეთს შესანიშნავი გეოპოლიტიკური პოზიცია აქვს, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე მდებარეობს.

 

ფაშინიანის თქმით, დღეს ევროკავშირმა მიიღო განცხადება, რომლითაც მეწარმეებს მოუწოდებს სომხეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებისკენ.

 

​სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სომხეთს შეუზღუდავი ენერგეტიკული რესურსები აქვს, რეგიონებში 300-ზე მეტი მზიანი დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის ენერგიის განვითარების პოტენციალი შეუზღუდავია.

 

„არსებობს შენახვის სადგურების დეფიციტი და მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი კოლეგების ამ საკითხში დახმარების სურვილისთვის. ეს პირველი ნაბიჯებია", - აღნიშნა ფაშინიანმა.

 

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სატრანსპორტო კავშირები გადამწყვეტ როლს თამაშობს და ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაციის წყალობით, სომხეთს მეზობლებთან თანამშრომლობით,შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით.

 

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ამიტომ, მისი თქმით, მთავარი ამოცანაა ამ სტანდარტების დაკმაყოფილება ევროპელი კოლეგების დახმარებით.

 

სომხეთს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, როგორც კი სომხეთი ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ორი ვარიანტი გაჩნდება: ან მიიღებენ ევროკავშირში, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, ან, შესაძლოა, ევროკავშირი არ გაფართოვდეს.

 

„თუ მიგვიღებენ, ჩვენ აღფრთოვანებულები და ბედნიერები ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მაინც მოგებულები ვიქნებით, რადგან ევროკავშირის სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ ყველა იმ დადებითი შედეგით, რაც ამას მოჰყვება", - აღნიშნა ფაშინიანმა.

 





მსგავსი სიახლეები
კაია კალასი - სომხეთი ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობებში მთავარი რგოლია
ემანუელ მაკრონი - სამხრეთ კავკასია არ არის განწირული, იქცეს ბრძოლის ველად იმპერიებს შორის, რომლებიც მის ნადავლად მოსაპოვებლად იბრძვიან
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას
კოლუმბიაში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად ცხრა მუშა დაიღუპა
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი სამუდამოდ დგას სომეხი ხალხის გვერდით
ილჰამ ალიევი ბაქოში ჯორჯია მელონის შეხვდა
ფრიდრიხ მერცი - ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს, რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა შეწყვიტოს
უკრაინის პრეზიდენტმა 6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
,, ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა“, თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს''- დონალდ ტრამპი
,,8-9 მაისს საბრძოლო მოქმედებების ზონაში ზავი გამოცხადდება''- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
კალასი: აშშ-ის ჯარების გაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა
,,ვაშინგტონთან ევროპელი ლიდერების დაძაბულობა გაიზარდა, რადგან ევროპას არ სურს ირანთან ომში მონაწილეობა''-კირ სტარმერი
ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ არ სურს აშშ-მა იტალიიდან სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს
,,ევროკავშირმა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სომხეთთან და რეგიონთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს''- ანტონიო კოშტა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა უარყო
რობერტა მეცოლა ილჰამ ალიევს პასუხობს - ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობისადმი მიდგომას და დავიცავთ საკუთარ პოზიციას
ფრიდრიხ მერცი - უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს გერმანიის მთავრობისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს
ილჰამ ალიევი - მშვიდობის საერთაშორისო გზა, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდება, აზერბაიჯანს თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს, ამავდროულად, ეს მარშრუტი შუა დერეფნის ნაწილიც გახდება
ილჰამ ალიევი:ევროპარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს
სომხეთში მიმავალი პედრო სანჩესის თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა