მიხეილ სარჯველაძე - გაგრძელდება დიუშენის მედიკამენტების შესწავლა, თანხა არ იქნება დაზოგილი, როცა სამკურნალო საშუალებას რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია და ეჭვქვეშ არ დგას უსაფრთხოება

საკითხი არის სერიოზული, ეს უნდა განიხილებოდეს, მათ შორის, სპეციალისტების ჩართულობით, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. საჭიროა სიღრმისეული, მათ შორის, მეცნიერული შეფასება და გამოკვლევა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესთან დაკავშირებით დასულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

 

სარჯველაძის თქმით, არანაირი თანხა არ იქნება დაზოგილი იმ შემთხვევაში, თუ ეჭვქვეშ არ დგას სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არაფრის დიდებით არ შეიძლება არასწორი ინტერპრეტაციების დაშვება - ვინმესთვის იმედის გადაწურვის ან, პირიქით, არასწორი მოლოდინების შექმნის. ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომელსაც, განსაკუთრებულ სენსიტიურობასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად სჭირდება ყოველმხრივი შესწავლა, გაანალიზება. ეს ნიშნავს სერიოზული სამუშაოს ჩატარებას. არასდროს დაგვიხურავს კარი რომელიმე მშობლისთვის, რომელიმე დაინტერესებული პირისთვის, რათა სრულფასოვანი ინფორმაცია მიეღო, რა გაგვიკეთებია ამ დრომდე ამ მიმართულებით და რის გაკეთებას ვაპირებთ. ამიტომ, ბუნებრივია, ძალაში რჩება ეს წინადადება და ვაპირებთ, მომავალშიც გავაგრძელოთ იმ საკითხის შესწავლა, გამოკვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული და მრავალმხრივია. ამავდროულად, საკითხს სჭირდება სწორად შეფასება. შესწავლა გულისხმობს საკითხის ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული ევროპის არაერთი სახელმწიფო, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლებისთვისაც საკითხი თანაბრად აქტუალურია. ყველას კარგად ესმის, ყველას კარგად მოეხსენება მდგომარეობა, რომელიც ამ კუთხით არსებობს. კიდევ გავიმეოროთ, რაც თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ არანაირი თანხა არ იქნება დაზოგილი და ვერ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარი ეხება სამკურნალო საშუალებას, რომლის უსაფრთხოებაც ეჭვქვეშ არ დგას და რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია. საკითხი არის სერიოზული, ეს უნდა განიხილებოდეს, მათ შორის, სპეციალისტების ჩართულობით, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამგვარად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ბუნებრივია, საკითხის განხილვისთვის არ კმარა რომელიმე დეპუტატის მხრიდან, მაგალითად, მაისურზე რაღაც წარწერის გაკეთება. საჭიროა სიღრმისეული, მათ შორის, მეცნიერული შეფასება და გამოკვლევა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მოთხოვნილი მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რისკები, რის გამოც არის საჭირო გონივრული გადაწყვეტილებების მიღება.

 

„პარლამენტშიც წარმოვადგინეთ და კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით დავასახელეთ ინფორმაცია, მაგალითად, ცალკეული ფატალური შემთხვევების, ფატალური რისკების შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელებისას ვეყრდნობით, მათ შორის, მეცნიერულად შესწავლილ, დამუშავებულ წყაროებს. ეს არ არის პრიმიტიული, მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. აუცილებლად სჭირდება სიღრმისეული გაანალიზება. ჩემთვის გასაგებია ის ემოციაც, ტკივილიც, მძიმე ვითარებაც, რომელიც არსებობს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილება. მათ შორის, როდესაც ძალიან მაღალია საკითხის არაგონივრულად გადაწყვეტის რისკები. ამიტომ კარგად არის შესაფასებელი მდგომარეობა და შეჯერებული პოზიციების საფუძველზე უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, ისეთი, რაც რეალურად დაეხმარება იმ ბავშვებს, რომლებსაც წამალი სჭირდებათ", - განაცხადა სარჯველაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - გაგრძელდება დიუშენის მედიკამენტების შესწავლა, თანხა არ იქნება დაზოგილი, როცა სამკურნალო საშუალებას რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია და ეჭვქვეშ არ დგას უსაფრთხოება
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
გამოცხადდა 2026 წლის ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება
5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მაისის ამინდის პროგნოზი
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო იყოს ხარისხთან ასოცირებული, ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან - დავით სონღულაშვილი
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა დღეს არ არის დაგეგმილი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა
4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
4 მაისის ამინდის პროგნოზი
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია
მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
მეუფე გრიგოლი - ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება
რომელ კლინიკებში ჩატარდება ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი - დაწესებულებების ჩამონათვალი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაფი პროდუქტების კალათა - რამდენიმე კომპანია პირობას დებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება
3 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება