პიტ ჰეგსეტი: ტრამპს ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმადაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება.

"საბოლოო ჯამში, ცეცხლის შეწყვეტის პირობებში დრო ჩერდება. თუკი პროცესი განახლდება, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება. პრეზიდენტი ინარჩუნებს შესაძლებლობასა და რესურსებს, იმაზე მეტ რესურსსაც კი, ვიდრე ამ პროცესის დასაწყისში გვქონდა - რომ საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები. თუ ირანი არ ისურვებს შეთანხმების თავისი ნაწილის შესრულებას ან გარიგებაზე წამოსვლას, მაშინ ომის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია და მოქმედებისთვის მზადაა. იმედი გვაქვს, მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდება", - განაცხადა ჰეგსეტმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თურქეთმა და სომხეთმა ანისის ხიდის ერთობლივად აღდგენის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე
პიტ ჰეგსეტი: ტრამპს ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება
ოკუპირებულ ყირიმში “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან” გამომდინარე 9 მაისს ყველა მასობრივი ღონისძიება უქმდება
,,რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“ - დონალდ ტრამპი
17 ადამიანის დაღუპვის შემდეგ ისრაელმა ლიბანიდან ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა - BBC
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს, დრო ჩვენთვის არსებითი არ არის
კაია კალასი - სომხეთი ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობებში მთავარი რგოლია
ემანუელ მაკრონი - სამხრეთ კავკასია არ არის განწირული, იქცეს ბრძოლის ველად იმპერიებს შორის, რომლებიც მის ნადავლად მოსაპოვებლად იბრძვიან
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას
კოლუმბიაში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად ცხრა მუშა დაიღუპა
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი სამუდამოდ დგას სომეხი ხალხის გვერდით
ილჰამ ალიევი ბაქოში ჯორჯია მელონის შეხვდა
ფრიდრიხ მერცი - ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს, რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა შეწყვიტოს
უკრაინის პრეზიდენტმა 6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
,, ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა“, თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს''- დონალდ ტრამპი
,,8-9 მაისს საბრძოლო მოქმედებების ზონაში ზავი გამოცხადდება''- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
კალასი: აშშ-ის ჯარების გაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა
,,ვაშინგტონთან ევროპელი ლიდერების დაძაბულობა გაიზარდა, რადგან ევროპას არ სურს ირანთან ომში მონაწილეობა''-კირ სტარმერი
ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ არ სურს აშშ-მა იტალიიდან სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს