ვასილ მაღლაფერიძე: თავის დროზე ე.წ. ტროიკები უყენებდნენ მუხლს სასამართლოსა და ძიების გარეშე, არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს მედიაზე და მით უმეტეს ევროპარლამენტის სახელით
"სანქციებზე საუბარი განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს. ამ ტიპის სანქციების მეხუთე თუ მეექვსე მცდელობაა და ეს თემა ბოლო წელიწად-ნახევარია, ერთგვარად პოპულარული გახდა", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძემ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების - მარიუშ კამინსკისა და მალგოჟატა გოშევსკას მოთხოვნაზე, რომ სანქციების სიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები შეიყვანონ.
„ავტორებთან, ვინც ამას მოითხოვს, ჩვენ ხელი არ გვაქვს, მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი არიან თოჯინები, რომლებიც ასრულებენ შეკვეთას თუ დავალებას, რომ ეს ამბავი უნდა გახმიანდეს", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ამ თემის სათავე, შესაძლოა, სხვაგან არის, მაგრამ ყველაფერი იხარშება ქვეყნის შიგნით.
„თავის დროზე ე.წ. ტროიკები აკეთებდნენ ასე, სასამართლოსა და ძიების გარეშე უყენებდნენ მუხლს. ასე მეც შემიძლია, წავუყენო ნებისმიერი ბრალდება. მაგალითად, დავაბრალო, რომ ფული აქვს აღებული ამაში და ა.შ. რასაკვირველია, მეტყვიან, რომ ეს დავამტკიცო. ამიტომ არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს, მედიაზე და, მით უმეტეს, ევროპარლამენტის სახელით.
ხან ვინ გამოაქვეყნა, რომ ვსანქცირდებით, ხან ამ ფორმით მოვხვდით, ხან იმ ფორმით ვიყავით შეტანილი. აქედან იწერება წერილები, მუშაობენ, ეხვეწებიან, ეუბნებიან, რაღაც ფაქტებს წერენ. ნახეთ, ჩვენც როგორ ვსაუბრობთ, თითქოს ევროპარლამენტარი დედამიწაზე განსხეულებული ანგელოზია.
ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავიანთი სისუსტეებით, პოლიტიკური ინტერესებით. ტრაგედია არის დამსმენი ადამიანების ასეთი პარპაში და იდეოლოგიის გავრცელება, რომ გარედან მითხრეს - ესე იგი, უნდა გაკეთდეს, გარედან მითხრეს - ერთი ბარტყი უნდა გადავაგდოთ", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მსგავსი სიახლეები
ვასილ მაღლაფერიძე: თავის დროზე ე.წ. ტროიკები უყენებდნენ მუხლს სასამართლოსა და ძიების გარეშე, არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს მედიაზე და მით უმეტეს ევროპარლამენტის სახელით
მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
,,ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას''- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ზურაბ ჯაფარიძე - პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ევევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ნიკა გვარამია - ალიანსში დაპირისპირება არ არის, მძიმე დისკუსიებია ზოგჯერ, ერთმანეთის კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებიდან როგორც კი გამოვა, ყველაფერი გაჯანსაღდება, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
სომხეთში საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026“ იმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობს
ელენე ხოშტარია - ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას, დავიწყოთ ფიქრი, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის შემდეგ
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე - პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულნი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის
,,დიდი ხნის განმავლობაში პირველად, საქართველოს პრემიერთან პირისპირ ხანმოკლე საუბარი გვქონდა, მიმაჩნია, რომ ესეც სწორია''- ვოლოდიმირ ზელენსკი
ირაკლი კობახიძე - არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
,,საქართველოს შესახებ როდესაც უსამართლო რეზოლუციებია მიღებული, შეუძლებელია, კომენტარის, პასუხის გარეშე დარჩეს''- მაკა ბოჭორიშვილი
,,უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ელჩების საკითხსზე ვისაუბრეთ''- მაკა ბოჭორიშვილი