მასუდ ფეზეშქიანი - ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის დაშინებას
ირანის პრეზიდენტმა და ერაყის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ სატელეფონო საუბრისას რეგიონის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
როგორც ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანი უარყოფს მუქარის ენას და არასდროს დაემორჩილება აშშ-ის „დაშინებას".
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ თავისი რწმენისა და პრინციპების საფუძველზე. ის არ დამორჩილებულა და არასდროს დაემორჩილება იძულებას. ისინი ლოგიკურად თუ დაგველაპარაკებიან, დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მუქარისა და დაშინების ენა არსად მიგვიყვანს", - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა დაინტერესებულია სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით.
„რეგიონში ჩვენს ძმებთან რაიმე კონფლიქტი არ გვსურს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის სკოლები, საავადმყოფოები და ინფრასტრუქტურა დაიბომბა რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ბაზებიდან და მათი სივრცის, ობიექტების გამოყენებით. მოვუწოდებთ მუსლიმურ უმას ერთიანობისა და შეკავშირებისკენ რელიგიურ სწავლებებზე დაყრდნობით. გვჯერა, რომ სწორ, სამართლიან გზაზე სიარულის დროს, უთანხმოების საფუძველი აღარ დარჩება", - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ალ-ზაიდიმ აღნიშნა, რომ გააძლიერებს ურთიერთობებს ირანთან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში. მისივე განცხადებით, ბაღდადი მზად არის, უმასპინძლოს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებს.
„გვჯერა, რომ ირანის დღევანდელი ძალა მხოლოდ ირანს არ ეკუთვნის, არამედ ყველა მუსლიმისა და შიიტის მხარდაჭერაა. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ ძალის წართმევას ირანისთვის. სწორედ ეს ძალა დაგვეხმარა „დაეშის" წინააღმდეგ ბრძოლაში. ერაყს ირანის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ირანის ძალა ერაყის ძალაა და ირანის სისუსტე ერაყის სისუსტე იქნება", - აღნიშნა ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ.
მსგავსი სიახლეები
მასუდ ფეზეშქიანი - ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის დაშინებას
ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის რეგულირების ახალი მექანიზმი აამოქმედა - CNN
დამანგრეველი აფეთქება ფეიერვერკების ქარხანაში: ათობით ადამიანი დაიღუპა ჩინეთში
თურქეთმა და სომხეთმა ანისის ხიდის ერთობლივად აღდგენის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე
პიტ ჰეგსეტი: ტრამპს ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან თანხმობის მიღება არ სჭირდება
ოკუპირებულ ყირიმში “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან” გამომდინარე 9 მაისს ყველა მასობრივი ღონისძიება უქმდება
,,რომის პაპი ლეო XIV „კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის“ - დონალდ ტრამპი
17 ადამიანის დაღუპვის შემდეგ ისრაელმა ლიბანიდან ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცა - BBC
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი შესაძლოა, კიდევ ორი ან სამი კვირა გაგრძელდეს, დრო ჩვენთვის არსებითი არ არის
კაია კალასი - სომხეთი ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობებში მთავარი რგოლია
ემანუელ მაკრონი - სამხრეთ კავკასია არ არის განწირული, იქცეს ბრძოლის ველად იმპერიებს შორის, რომლებიც მის ნადავლად მოსაპოვებლად იბრძვიან
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები აქვთ, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის რესურსებისა და ევროპული ტექნოლოგიების გაერთიანებას
კოლუმბიაში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად ცხრა მუშა დაიღუპა
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი სამუდამოდ დგას სომეხი ხალხის გვერდით
ილჰამ ალიევი ბაქოში ჯორჯია მელონის შეხვდა
ფრიდრიხ მერცი - ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს, რეგიონისა და მსოფლიოს მძევლად აყვანა შეწყვიტოს
უკრაინის პრეზიდენტმა 6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
,, ირანი „აღიგვება პირისაგან მიწისა“, თუ ისინი თავს დაესხმებიან აშშ-ის გემებს''- დონალდ ტრამპი
,,8-9 მაისს საბრძოლო მოქმედებების ზონაში ზავი გამოცხადდება''- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო