ბექა ძამაშვილი - პენიტენციური სისტემა წამებისგან თავისუფალია, 2012 წლის შემდეგ გაერო-ს კომიტეტებსა და სტრასბურგის სასამართლოში წამების შესახებ საქართველოდან ერთი საჩივარიც კი არ დაუშვიათ

საქართველოში წამება, როგორც სისტემური ხარვეზი, არის მთლიანად აღმოფხვრილი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ანგარიშები და შეფასებები მიუთითებს, რომ საქართველოში წამების შემთხვევები მთლიანად არის აღმოფხვრილი.

„უკვე დიდი ხანია, საერთაშორისო შემფასებლები, როგორც გაერო-ს ექსპერტები, გაერო-ს შემფასებლები, ისე ევროსაბჭოს შემფასებლები აღიარებენ, რომ საქართველოში წამება, როგორც სისტემური ხარვეზი, არის მთლიანად აღმოფხვრილი.

ჯერ კიდევ 2015 წელს იმყოფებოდა საქართველოში წამების მიმართულებით გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ხუან მენდესი. მან პირველად გააკეთა ეს შეფასება, რომ საქართველოში ეს სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. შემდეგ ჩვენ, შეიძლება ითქვას, ბოლო ოთხ წელში რამდენიმე ვიზიტს ვუმასპინძლეთ როგორც ევროსაბჭოს წამების კომიტეტიდან, ისე გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტიდან. ყველა მათგანის შეფასება და ანგარიში, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული, მიუთითებს, რომ წამების შემთხვევები არის მთლიანად აღმოფხვრილი.

საქართველოს პენიტენციური სისტემა არის წამებისგან მთლიანად თავისუფალი და ამას ცხადყოფს ისიც, რომ 2012 წლის შემდეგ გაერო-ს კომიტეტებში და სტრასბურგის სასამართლოში ერთი საჩივარიც კი არ შესულა, რომელიც დასაშვებად გამოცხადებულა, არა მხოლოდ წამებასთან მიმართებით, არამედ, ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში რაიმე უფლების დარღვევის შესახებ. ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რადგან ეს არის ყველაზე მკაფიო ინდიკაცია, რა შედეგები მოაქვს ამ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს", - განაცხადა ძამაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება
პროკურატურამ სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ბექა ძამაშვილი - პენიტენციური სისტემა წამებისგან თავისუფალია, 2012 წლის შემდეგ გაერო-ს კომიტეტებსა და სტრასბურგის სასამართლოში წამების შესახებ საქართველოდან ერთი საჩივარიც კი არ დაუშვიათ
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აბაშაში ერთი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სპეცრაზმის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
ავტომობილის გატაცების ფაქტზე თბილისში 14 წლის მოზარდი დააკავეს
საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე მარიამ დოლიძე გამოიკითხა
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნია იმნაძის მოწმის სახით იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის სანქციები გამკაცრდა
სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე დაინიშნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა