პროკურატურამ სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს და ასევე, „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს პროკურატურის ცნობით, გიორგი უძილაური საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.უწყების ცნობითვე, უძილაურს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.„საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება
პროკურატურამ სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ბექა ძამაშვილი - პენიტენციური სისტემა წამებისგან თავისუფალია, 2012 წლის შემდეგ გაერო-ს კომიტეტებსა და სტრასბურგის სასამართლოში წამების შესახებ საქართველოდან ერთი საჩივარიც კი არ დაუშვიათ
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აბაშაში ერთი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სპეცრაზმის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
ავტომობილის გატაცების ფაქტზე თბილისში 14 წლის მოზარდი დააკავეს
საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე მარიამ დოლიძე გამოიკითხა
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნია იმნაძის მოწმის სახით იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის სანქციები გამკაცრდა
სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე დაინიშნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე დაამტკიცა