,,6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მე-13 გადაწყვეტილება მიიღო''- საგარეო უწყება

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში, მე-13 გადაწყვეტილება მიიღო.

საგარეო უწყების ცნობით, ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა 2023 წლის 16-17 მაისის მე-4 ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ.

6 მაისის გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს სახელმწიფოთაშორის დავებში რუსეთის წინააღმდეგ, რომლითაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პერიოდში და დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე.

გადაწყვეტილება მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) საქმეზე რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად მიიღება 2014 წლიდან. გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის მკაფიო პოზიციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მე-13 გადაწყვეტილება მიიღო''- საგარეო უწყება
უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას მხოლოდ მათ მიმართ გრძნობს, ვისგანაც დაკვეთას იღებს, ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ შორის მხარდაჭერების მიმართ
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია
შალვა პაპუაშვილი - მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი
პაველ ჰერჩინსკი - წელს საქართველოში ევროპის დღე მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციას მორიგი ხმაური აქვს, 26 მაისს ვერავის მობილიზებას ვერ შეძლებენ, მხარდაჭერა ნულოვანია
"ამ ოთხოქტომბრელს ვინმემ აუხსენით, რომ თავის პარტიას მიმართოს ხოლმე, დანარჩენებს მისი მოწოდებები წიხლზე გვკიდია "-თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს
ვასილ მაღლაფერიძე: თავის დროზე ე.წ. ტროიკები უყენებდნენ მუხლს სასამართლოსა და ძიების გარეშე, არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს მედიაზე და მით უმეტეს ევროპარლამენტის სახელით
მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
,,ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას''- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ზურაბ ჯაფარიძე - პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ევევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ
ნიკა გვარამია - ალიანსში დაპირისპირება არ არის, მძიმე დისკუსიებია ზოგჯერ, ერთმანეთის კრიტიკა ალიანსის დაშლას არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მივსულვართ
შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ ყველა ელჩს, გაიაზრონ, აქ იმისთვის არ არიან, რომ ხელი აფათურონ ქართველი ხალხის ცხოვრებაში
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია საბჭოური მიდგომებიდან როგორც კი გამოვა, ყველაფერი გაჯანსაღდება, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა