მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.0 პროცენტით.

მათ შორის, საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.2 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.3 პროცენტით.

 

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსის წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტიანი ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 7.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

 

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7 პროცენტიანი მატებით და ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 4.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.35 და 0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 26.0 პროცენტით", - აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 





მსგავსი სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით, სომხეთში 7 მაისს ალუმინი და მარცვლეული გაიგზავნება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ვემზადებით 1 380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღებას -ანაკლიის პორტის კონტრაქტორი კომპანიის პროექტის დირექტორი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
თიბისი ტექსკოლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი
ირაკლი კობახიძე - ჩქაროსნული მაგისტრალებისთვის მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება, 2031 წელს თბილისს ექნება ახალი აეროპორტი, გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა
"ბრითიშ პეტროლეუმი" - 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექვსი მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაიტვირთა
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"