თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის (EGOI) 2026 წლის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა.

საქართველოს სახელით საერთაშორისო ასპარეზზე ოთხი მოსწავლე გოგო იასპარეზებს - გვანცა ხვედელიძე, ლიზი პავლიაშვილი, ნატალია პაპაშვილი და თაკო შანავა. ოლიმპიადა 12-18 მაისს, იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში გაიმართება, სადაც ქართველი მონაწილეები 50-ზე მეტ ქვეყნის მონაწილესთან ერთად, საერთაშორისო კონკურენციაში საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ რთულ ალგორითმულ ამოცანებში, პროგრამირებასა და ანალიტიკურს აზროვნებაში.

ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადა (EGOI) საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრია, რომლის მთავარი მიზანია ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდა და STEM მიმართულებებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

„EGOI ოლიმპიადაში მონაწილეობა  ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ერთი მხრივ, ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ნაკრების წევრი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ ვნერვიულობ კიდეც, რადგან ქვეყნის სახელით გამოვდივარ. მჯერა რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ რაც შედეგს გამოიღებს” - გვანცა ხვედელიძე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, 2023 და 2025 წლებში ევროპის გოგოების ოლიმპიადის 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა და მისი მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადება.  სწორედ BTU-ში გადიან ეროვნული ნაკრების წევრები საერთაშორისო სტანდარტების მომზადებას.

„ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო არსებულ სტერეოტიპებთან გამკლავება. ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ პროგრამირება არ გამომივიდოდა, იმის გამო რომ გოგო ვარ. ამ ყველაფრის მიუხედავად მე არ შევწყვიტე მუშაობა, ჩემს შესაძლებლობებში დაჯერება და სათანადო მომზადებით შედეგსაც მივაღწიე” - ლიზი პავლიაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, EGOI  2025-ის მონაწილე.

საქართველოს ნაკრები EGOI-ში წელს უკვე მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას. გასული წლების განმავლობაში ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას  და ახალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნას - მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, იდეების და განათლების ძალის.

 

(R)





მსგავსი სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით, სომხეთში 7 მაისს ალუმინი და მარცვლეული გაიგზავნება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ვემზადებით 1 380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღებას -ანაკლიის პორტის კონტრაქტორი კომპანიის პროექტის დირექტორი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
თიბისი ტექსკოლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი
ირაკლი კობახიძე - ჩქაროსნული მაგისტრალებისთვის მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება, 2031 წელს თბილისს ექნება ახალი აეროპორტი, გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
აზიის განვითარების ბანკის 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაითს შეხვდა
"ბრითიშ პეტროლეუმი" - 2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექვსი მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაიტვირთა
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ვახტანგ ცინცაძე: "მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება"