შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო საპარლამენტო დიპლომატიის შესახებ დისკუსიაში PAM-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და პრეზიდენტების პირველი სამიტის ფარგლებში. საქართველოს ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან ათასწლეულებს ითვლის და მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას მას შემდეგ, რაც 35 წლის წინ ოფიციალურად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება.
მისი თქმით, საზოგადოება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმე, რაც საგანგაშო პროცესია და ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფოებს შორის სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ნდობის საფუძვლებს.
„განსაკუთრებული პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა PABSEC-ის პრეზიდენტის პოზიციიდან, რაც მაძლევს შესაძლებლობას, გავაჟღერო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პარლამენტარების ხმა. დღესდღეობით ჩვენი რეგიონი მსოფლიო არასტაბილურობის ეპიცენტრშია, მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე ოთხ წელზე მეტ ხანს გრძელდება.
როგორ შეუძლია საპარლამენტო დიპლომატიას, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობასა და რეგიონთაშორის თანამშრომლობას? მაშინ, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, რეგიონულ ფორმატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა: ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრაგმატული ინტერესები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მიერ არის ჩვენზე დელეგირებული, რადგან პარლამენტები პირდაპირ გამოხატავენ ხალხის ნებას.
შესაბამისად, რეგიონული გაერთიანებები ქმნიან ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ, აწარმოონ დიალოგი, განიხილონ საერთო გამოწვევები და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიაღწიონ. ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ყურის რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია, სადაც გაძლიერებულ თანამშრომლობას შეუძლია, ხელშესახები შედეგების მოტანა. გაძლიერებული საპარლამენტო გაცვლები შესაძლოა, სტაბილურობის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების ხიდად იქცეს. ეს კავშირები მშვიდობას დამატებით შანსებს მისცემს.
რეგიონთაშორისი თანამშრომლობის რომელი მთავარი მიმართულებები შეგვიძლია, გამოვყოთ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად?
დაკავშირებადობა ამ თანამშრომლობაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარება, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლებურად აყალიბებს. ეს დერეფნები თანამშრომლობის არხებია, რომლებიც ჩვენს რეგიონებს აახლოებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოწყვლადობას ამცირებს.
დაკავშირებადობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, რომელიც ჩვენი საერთო მომავლისთვის გადამწყვეტ თემად იქცა. ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია აუცილებელია სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროპისთვის. ალტერნატიულ ენერგორესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე თანამშრომლობის გაძლიერებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და უფრო უსაფრთხო და მდგრად ენერგეტიკულ გარემოს შევქმნით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა
მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე:ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს - თამარ იოსელიანი
,,6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მე-13 გადაწყვეტილება მიიღო''- საგარეო უწყება
უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას მხოლოდ მათ მიმართ გრძნობს, ვისგანაც დაკვეთას იღებს, ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ შორის მხარდაჭერების მიმართ
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია
შალვა პაპუაშვილი - მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი
პაველ ჰერჩინსკი - წელს საქართველოში ევროპის დღე მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციას მორიგი ხმაური აქვს, 26 მაისს ვერავის მობილიზებას ვერ შეძლებენ, მხარდაჭერა ნულოვანია
"ამ ოთხოქტომბრელს ვინმემ აუხსენით, რომ თავის პარტიას მიმართოს ხოლმე, დანარჩენებს მისი მოწოდებები წიხლზე გვკიდია "-თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს
ვასილ მაღლაფერიძე: თავის დროზე ე.წ. ტროიკები უყენებდნენ მუხლს სასამართლოსა და ძიების გარეშე, არ შეიძლება ასეთი საუბარი, მით უმეტეს მედიაზე და მით უმეტეს ევროპარლამენტის სახელით
მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
,,ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას''- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ზურაბ ჯაფარიძე - პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს
გიორგი გაბუნია: საუბრობდე სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს არ ახსენებდე, იგივეა ეკლესიაში შეხვიდე და ღმერთს არ ახსენებდე