პაატა მანჯგალაძე - ბატონო მოსამართლევ, საჭიროა, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, საქმეზე მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რეალური მტკიცებულება, რომ მას რაიმე საორგანიზაციო როლი და ფუნქცია ჰქონდა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებისას. ამის შესახებ პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში არ მოიპოვება არავითარი დამაჯერებელი ფაქტი, რომ მისთვის წინასწარ იყო ცნობილი რაიმე ძალადობრივი გეგმა.
„საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მე ან ჩემი თანდასწრებით სხვა ვინმემ განაცხადა, რომ თავად ვაორგანიზებთ ძალადობრივ ქმედებებს. საქმეში არ მოიპოვება არავითარი დამაჯერებელი ფაქტი, რომ ჩემთვის წინასწარ ცნობილი იყო რაიმე ძალადობრივი გეგმა. საქმეში არსებულ ყველა ვიდეოში ცალსახად ვუთითებ, რომ არ ვარ აქციის ორგანიზატორი და გეგმები უცნობია. განხილვებისას უტყუარად დასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება მოხდა აქციის დღემდე ბევრად უფრო ადრე არა გამოგონილი კომიტეტის, არამედ სხვა პირთა მიერ. სასამართლო განხილვებისას დაკითხული ყველა პირი, მათ შორის პაატა ბურჭულაძე, პირდაპირ უთითებდა, რომ ჩემი მონაწილეობით არანაირი საორგანიზაციო კომიტეტი არ არსებულა, მით უფრო ძალადობის, და მის გამოგონებას ჰქონდა მოსალოდნელი პროვოკაციისას თავის დაზღვევის მიზანი. ჩემთვის კი ესეც უცნობი იყო ვიდეოს ჩაწერისას. პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი ფაქტი თუ მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც დაადასტურებდა ჩემს მონაწილეობას აქციის ორგანიზატორობაში ან დაადასტურებდა სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან ჩემს რაიმე კავშირს. საქმის განხილვისას დადასტურებულია, რომ ბრალდებამ საქმეში სხვისი მოწოდებები „ჩამიდო", მაშინ, როცა ასევე დადასტურებულია, რომ, მიუხედავად ჩემი სურვილისა, აქციაზე სიტყვით გამოსვლა ვერ შევძელი. თავად განცხადებების ავტორები ამბობენ, რომ მათი ეს განცხადებები წინასწარ არავისთან, მით უფრო, ჩემთან, შეთანხმებული არ ყოფილა.
პროკურატურას ამის გასაბათილებელი არგუმენტი არ წარმოუდგენია. ბრალდება არ წარმოადგენს არცერთ ფაქტს, რომელიც დაადასტურებდა პაატა მანჯგალაძის მონაწილეობით 4 ოქტომბრამდე რაიმე საორგანიზაციო შეკრების ადგილის, დროის, მიღებული გადაწყვეტილებებისა და მისი საორგანიზაციო როლის შესახებ ინფორმაციას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პაატა მანჯგალაძე სასახლესთან საერთოდ არ ყოფილა და ამას ადასტურებს ბრალდების მიერ წარმოდგენილი ყველა ვიდეო და მოწმეთა ჩვენებები", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ბრალდების მხარემ იცის, რომ არაფერი ჩაუდენია.
„არც ცეცხლი წამიკიდებია, არც ვინმე დამირბევია, არც მოწოდება გამიკეთებია და არც სასახლის ღობე დამიზიანებია, რადგან აქციაზე ვიყავი ჩემს 14 და 15 წლის არასრულწლოვან შვილებთან ერთად და მოწოდებისთანავე გავეცალე ტერიტორიას.
დასასჯელი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი, მათთვის განსაცდელი როგორმე ამერიდებინა? თუმცა ვერ შევძელი, რადგან განვითარებული მოვლენები ჩემს კონტროლს მიღმა, ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანელად დასტურდება ჩემი უდანაშაულობა და ეს დეტალურად ახსნა თავის დასკვნით სიტყვაში ჩემმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ და ასევე სახალხო დამცველმა - „სასამართლოს მეგობრის" აქტში.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ დევს არცერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალს დაადასტურებდა, მიმაჩნია, რომ ამ საქმის მიმართ მაღალია პოლიტიკური ინტერესი. საჭიროა თქვენ, ბატონო მოსამართლევ, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, გამოავლინოთ ნების სიმტკიცე, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო. აქვე გიდასტურებთ კეთილ სურვილებს და გულწრფელად არ მსურს ოდესმე პილატეს როლში გიხილოთ - იმ როლში, როცა ყველამ იცის, რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც უნდა დასაჯონ, მაინც უნდა მიალურსმნონ სიმართლისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავთა გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა თითოეულ თანამშრომელს
პროკურატურა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა
გურიაში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა
პაატა მანჯგალაძე - ბატონო მოსამართლევ, საჭიროა, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, საქმეზე მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციას დავით არჩვაძე უხელმძღვანელებს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა მიესაჯათ - პროკურატურის განცხადება
პროკურატურამ სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ბექა ძამაშვილი - პენიტენციური სისტემა წამებისგან თავისუფალია, 2012 წლის შემდეგ გაერო-ს კომიტეტებსა და სტრასბურგის სასამართლოში წამების შესახებ საქართველოდან ერთი საჩივარიც კი არ დაუშვიათ
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აბაშაში ერთი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სპეცრაზმის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
ავტომობილის გატაცების ფაქტზე თბილისში 14 წლის მოზარდი დააკავეს
საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე მარიამ დოლიძე გამოიკითხა
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნია იმნაძის მოწმის სახით იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი