საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მალტისა და მასპინძელი ქვეყნის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. მქონდა საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ისე, რა თქმა უნდა, რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც მსოფლიოსთვის დღესდღეობით საერთოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საუბარი ჰქონდა იმ საერთო მისწრაფებებზე, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებს აქვთ.
„გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა, მიმემართა ასამბლეისთვის, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მესაუბრა საკითხებზე, რომლებიც ეხება რეგიონული გაერთიანებების მნიშვნელობის ზრდას. დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით გლობალურ დონეზე მოქმედი ორგანიზაციების დასუსტებას. ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაწყვეტაში ვერ თამაშობენ. ამ დროს მნიშვნელოვანია სწორედ რეგიონული თანამშრომლობა, ისეთი, როგორიც არის ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, როგორიც არის შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, ამიტომ ამ თანამშრომლობას ამ ორ ასამბლეას შორის გავაძლიერებთ",- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს.
„ასევე, საუბარი მქონდა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გვქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან. ვინაიდან ხმელთაშუა ზღვა, მისი ქვეყნები არიან გადამწყვეტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ეს გულისხმობს ასამბლეის მუშაობაში უფრო მეტად ჩართვის შესაძლებლობას. ჩვენ ვიყენებთ შესაძლებლობებს, რეგიონულ ასამბლეებში ჩვენი ეროვნული ინტერესები რომ წარმოჩინდეს, იყოს წარმოდგენილი.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრები, ასევე ვართ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრები; ასევე გვაქვს სურვილი, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი ვიყოთ. ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რომელიც დაწყებულია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერით, ასამბლეები კარგი საშუალებაა ყველა ქვეყნისთვის ხმის მისაწვდენად, გაგრძელებული იმ პოლიტიკური ინტერესებით, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი თავი გარე ჩარევისგან. ამ მხრივ კოლეგებთან, ქვეყნების პარლამენტის წევრებთან ერთად გვქონდეს საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავება 21-ე საუკუნეში, როდესაც საინფორმაციო ომი და ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში, გავლენის მოხდენა სხვა საზოგადოებებზე ძალიან გაზრდილია.
ასე რომ, უმოკლეს დროში ვაპირებთ, მივმართოთ ამ განაცხადით დამკვირვებლის სტატუსთან დაკავშირებით. კოლეგებისგან გვქონდა შესაძლებლობა, წინასწარ მხარდაჭერა მოგვეპოვებინა მალტის, მონტენეგროს და სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებისგან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვერევით, რა კანონს მიიღებენ ესტონეთში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა
მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე:ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს - თამარ იოსელიანი
,,6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მე-13 გადაწყვეტილება მიიღო''- საგარეო უწყება
უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას მხოლოდ მათ მიმართ გრძნობს, ვისგანაც დაკვეთას იღებს, ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ შორის მხარდაჭერების მიმართ
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია
შალვა პაპუაშვილი - მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი
პაველ ჰერჩინსკი - წელს საქართველოში ევროპის დღე მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციას მორიგი ხმაური აქვს, 26 მაისს ვერავის მობილიზებას ვერ შეძლებენ, მხარდაჭერა ნულოვანია