შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ბრალეულობა დამხობის ორგანიზების კუთხით და კიდევ ერთხელ მიეცა შეფასება, რა მოხდა 4 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური შეფასებების შემდეგ უკვე არსებობს სასამართლოს დოკუმენტი, რასთან გვქონდა საქმე.
„დღეს თუ გაირკვა, ვის აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეუმდგარი დამხობის ორგანიზებაში, ჩვენ აქამდე ვიცოდით, ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალადობაზე და ეს გახლავთ ბრიუსელი. ეს არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს. ვნახეთ ევროკომისიის მხარდაჭერა წინასწარ დაანონსებული ძალადობის მიმართ. ასევე, იმ დღეს, როცა მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით ევროპარლამენტარი რასა იუნკვენიჩიანე და სხვა მსგავსი, ქართველი ხალხის მიმართ მტრული გეგმების მქონე ადამიანები მხარს უჭერდნენ ხელისუფლების დამხობას. მათ შორის იყო მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა ძალადობას. ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს გამყარდა სამართლებრივი საფუძვლით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გასცენ ევროკომისიამ და მისმა წარმომადგენელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
„ჩვენ გვაინტერესებს პასუხი ევროკავშირისგან, სად არის ევროპული ღირებულება, რაზეც გვესაუბრებიან. ძალადობა არის ევროპული ღირებულება? ხელისუფლების დამხობა ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება, ადამიანების დაზიანება ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება. ამაზე პასუხები ევროკომისიამ უნდა გასცეს და მისი წარმომადგენელი გახლავთ ევროკავშირის ელჩი. ამიტომ, ევროკავშირის ელჩისგან მოველით და ვითხოვთ პასუხს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს მის სასახლეზე მათ მიერ გამხნევებული და წაქეზებული ადამიანების თავდასხმის გამო? აპირებს თუ არა პირადად პაველ ჰერჩინსკი, ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს იმის გამო, რომ 4 ოქტომბრიდან შვიდი თვე გავიდა და ერთხელაც არ დაგმო ძალადობა პრეზიდენტის სასახლეზე, პრეზიდენტს, რომელიც გახლავთ ნებისმიერი ელჩის უპირველესი მასპინძელი ქვეყანაში? აი, როდესაც ასე იქცევიან, მასპინძელს არაფრად აგდებენ, ძალადობას აქეზებენ და ამაზე შემდეგ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ეს არ არის ევროპელობა. ასე რომ, ევროპულ პასპორტს, რომელიც ზოგიერთებს უდევთ ჯიბეში, ქართველებს ნუ აგვიფრიალებენ. რა არის ევროპულობა, ვიცით ძალიან კარგად. ის, რაც ვიხილეთ ბრიუსელისგან, რაც ვიხილეთ 4 ოქტომბერს, აბსოლუტურად დაცლილია ევროპულობისგან. ასი წლის წინანდელი ევროპა, კი ბატონო, ასი წლის წინანდელი ბნელი წარსული ევროპისა ნამდვილად ვიხილეთ 4 ოქტომბერს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვერევით, რა კანონს მიიღებენ ესტონეთში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა
მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე:ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს - თამარ იოსელიანი
,,6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მე-13 გადაწყვეტილება მიიღო''- საგარეო უწყება
უკრაინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ანგარიშვალდებულებას მხოლოდ მათ მიმართ გრძნობს, ვისგანაც დაკვეთას იღებს, ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ შორის მხარდაჭერების მიმართ
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია
შალვა პაპუაშვილი - მიჭირს იმის ყურება, როდესაც ვხედავთ დაპირისპირებულ კომენტარებს თავად ეკლესიის შიგნიდან, ყველას მიმართ მექნება თხოვნა, ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი
პაველ ჰერჩინსკი - წელს საქართველოში ევროპის დღე მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციას მორიგი ხმაური აქვს, 26 მაისს ვერავის მობილიზებას ვერ შეძლებენ, მხარდაჭერა ნულოვანია