ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს, რაც 2024 წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი" ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებმა შენგენის ვიზაზე 670 000-ზე მეტი განაცხადი შეიტანეს, რაც 2024 წელთან შედარებით თითქმის რვა პროცენტით მეტია.

 

„ეუროაქტივის" თანახმად, რუსები სულ უფრო ხშირად ბრუნდებიან ევროპაში დასასვენებლად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს უკრაინის ომის გამო მოსკოვის წინააღმდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული.

 

„მონაცემები ასევე ზოგადად ასახავს გეოგრაფიულ უფსკრულს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგიდან შორს მდებარე ქვეყნებს (საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი), რომლებიც რუსეთის მხრიდან ნაკლებად საფრთხეს გრძნობენ და დიდი ხანია, მიესალმებიან იქიდან ინვესტიციებს, და ისეთ სახელმწიფოებს შორის, როგორებიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ომს ეგზისტენციალურ ბრძოლად მიიჩნევენ", - წერს „ევროაქტივი".

 

რუსეთის მოქალაქეებზე 477 000-ზე მეტი ტურისტული ვიზა გაიცა, რაც 2025 წელს რუსებისთვის გაცემული ყველა ვიზის დაახლოებით 77 პროცენტს შეადგენს. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვიზიტები მეორე ყველაზე დიდი კატეგორია იყო, რასაც მოსდევდა საქმიანი მოგზაურობები.

 

„რუსეთის მოქალაქეების მიერ წარდგენილი ვიზების განაცხადების თითქმის სამი მეოთხედი საფრანგეთზე, იტალიასა და ესპანეთზე მოდიოდა. პარიზმა არა მხოლოდ ვიზების ყველაზე მეტი რაოდენობა გასცა, არამედ რუსეთის მოქალაქეებისთვის უფასო საშვების გაცემის მხრივ ყველაზე მკვეთრი ზრდა ჰქონდა, რაც 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, 23 პროცენტზე მეტით გაიზარდა. 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში 56 000-ზე მეტი რუსი ცხოვრობს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთ რივიერაზე ბინადრობს", - აღნიშნულია სტატიაში.

 





მსგავსი სიახლეები
გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ
​ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა
კამალა ჰარისი - გსურთ იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამის განმავლობაში 264 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
Fox News: აშშ-მა ირანის პორტზე იერიში მიიტანა
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს
ესტონეთში მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღება აეკრძალათ
მარკო რუბიო რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა
ფაშინიანი მოსკოვში, გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს
ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს კორუფციისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ლატვიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლატვიის ნავთობსაცავთან ჩამოვარდნილი დრონები შესაძლოა, უკრაინულია
ირანი თუ გამდიდრებული ურანის გადაცემაზე დაგვთანხმდება, ომი დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდება - დავბომბავთ - ტრამპი
რადოსლავ სიკორსკი - თუ ფიცო უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა ვაპატიოთ
„ლუფთჰანზაში“ აცხადებენ, რომ, საავიაციო საწვავის ხარჯების ზრდის ფონზე, კომპანია იძულებული იქნება, გაზარდოს ბილეთების ფასი და შეამციროს ფრენების რაოდენობა
ირანის პარლამენტის წევრი - „აქსიოსის“ მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის წინადადება უფრო სურვილების სიაა, ვიდრე რეალური გეგმა
ალენ სიმონიანი - სომხეთი არ იქნება პროვინცია და პოლიტიკურად დამოკიდებული, ბელარუსის მმართველობის მაგალითი მიუღებელია როგორც სომხეთისთვის, ასევე პირადად ჩემთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა განსაზღვრავს, როგორ უპასუხოს რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას
მასუდ ფეზეშქიანი - ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის დაშინებას
ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის რეგულირების ახალი მექანიზმი აამოქმედა - CNN