უნდა არსებობდეს, თუ - არა მონასტრები ქალაქებში?

- უნდა არსებობდეს, თუ - არა მონასტრები ქალაქებში?


- აი, თუ წახვალთ ოდესმე მისტრაში, ეს ახლა უკვე ცარიელი ქალაქია. არ მიყვარს სიტყვა "ნეკროპოლი" (ქართ. მკვდარი ქალაქი), დღესაც არის იქ ერთი მოქმედი დედათა მონასტერი. მისტრაში არსებობდა 5 მონასტერი, ერთ პატარა ქალაქში, რომელიც დედაქალაქიც იყო, თუ გახსოვთ, მორეოს საუფლოს დაცემის შემდგომ. ასევე იყო ძალიან ბევრი ეკლესია. მისტრა ერთი გორაკია, თუმცაღა 5 მონასტერი იყო იქ. ზოგადად, უნდა არსებობდეს ქალაქებში მონასტრები, თუმცა ქალაქის ცხოვრება ისეთია, ღმრთისაგან ისეთი განშორებული, რომ ადამიანებს უწევთ გასვლა, რომ ჰქონდეთ სიწყნარე, გაუფანტველობა და რაც შეიძლება ნაკლები განსაცდელები. სამწუხაროდ, დღესდღეობით ქრისტიანები ძალიან გაამსოფლიურებულნი არიან და მონასტრებს უყურებენ, როგორც განტვირთვისა და დასვენების ადგილებს: წავიდნენ, ყავა დალიონ, დედები და მამები გაუმასპინძლდებიან და მორჩა, სხვა არაფერი. უბრალოდ, ერთ საღამოს გაატარებენ განსხვავებულად. მაგრამ ეს არ არის მონაზვნობის მისია. მონაზვნობის მიზანია, სულიერად შეეწიოს ცხოვნებისათვის პირველ რიგში მათ, ვინც მონასტერში ცხოვრობს. შემდეგ კი, სულიერი შეწევნა ჰპოვოს ყველამ, ვინც იქ მიდის სტუმრად.


სამწუხაროდ დღემდე ვიცი მონასტრები, იმისგან განსხვავებით, რასაც წმიდა პაისი აკეთებდა თავის მონასტერში, უშვებენ მომლოცველებს ნებისმიერი ჩასაცმელით. ქალებს შარვლით, ნებისმიერი შესამოსლით, მამაკაცებს მოკლე შარვლებით და არ არსებობს არანაირი კონტროლი, არანაირი მითითება.


და როცა რომელიღაც სხვა, სწორ მონასტერში მივლენ მოსალოცად და იქ ეტყვიან, "ასე ვერ შემოხვალთ ჩვენთან, ბატონო, გოგონა...", გპასუხობენ, "რატომ, აი, თქვენ გვერდით სხვა მონასტერმა ასე შეგვიშვა, თქვენ რატომ არ გვიშვებთ? ანუ სიყვარული არა გაქვთ".

 


ხედავთ? - ამსოფლიური სული, რომელიც მზადაა მაშინვე ბრალი დაგდოს.


ძალიან ვართ აცდენილები გზას.


ეს არის ერთი მცირედი მაგალითი, თუ როგორი გაამსოფლიურებულნი ვართ დღეს ქრისტიანები. ამიტომ რთულია დღეს ქალაქებში არსებობდეს მონასტრები. ქრისტიანები რომ ამბობდნენ უარს ამსოფლიურ სულზე, მაშინ ძალიან მარტივი და მშვენიერი იქნებოდა. ასე ვიტყოდი, რომ მთელი ქალაქი ერთ დიდ მონასტრად იქცეოდა. როგორც ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, ქრისტე მოვიდა ამქვეყნად, რომ მთელი დედამიწა ერთ მონასტრად აქციოს, ეს არის მიზანი.


ძველ აღთქმაში პირველი ადგილი ეკავა ქორწინებას, ახალ აღთქმაში პირველი ადგილი უჭირავს ქალწულებას, ეს ნუ დაგვავიწყდება.


თუმცაღა დღეს ვხედავთ, რომ ე.წ. ქრისტიანებს შორის გააბსოლუტურებულია ქორწინება, როგორც ცხოვრების მიზანი. თან გეუბნებიან, "სახარება ასე ამბობს". სულაც არა! სახარება ამბობს, რომ ადამიანის მიზანია განღმრთობა.
ქ. ედესის წმიდა სამების სახელობის მონასტრის მოძღვარი

 

ქ. ედესის წმიდა სამების სახელობის მონასტრის მოძღვარი

 

 თარგმ. მონ. თეოტოკი.


წყარო:

 





მსგავსი სიახლეები
უნდა არსებობდეს, თუ - არა მონასტრები ქალაქებში?
ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათი
ლოცვა ეფრემ ასურისა - წმინდა ეფრემ ასურის სინანულის კანონის ლოცვა დღეს საღამოდან იწყება
16 თებერვალი - დიდი მარხვის მოსამზადებელი, შენდობის კვირა, ყველიერი იწყება
მსოფლიო საპატრიარქომ მამა პაისის მოძღვარი მამა ტიხონი წმინდანად შერაცხა
10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს
რას ნიშნავს სტიქაროსნობა?
27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
21 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს
16 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა მნათობის წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცის ხსენებას აღნიშნავს
7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს
25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი მაცხოვრის შობას დღესასწაულობს
ნაკურთხი წყლის, სეფისკვერისა და არტოსის ხმარების წესი
22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
შობის მარხვა დაიწყო
23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს