ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა
ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ტანკერზე ჩინელი ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობის ტანკერზე თავდასხმა 4 მაისს მოხდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ და სრუტეში ჩარჩენილები არიან დიდი რაოდენობით გემები და ეკიპაჟის წევრები.
ჩინეთის მხარე მიიჩნევს, რომ სრუტეში შეუფერხებელი გადაადგილების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და სამოქალაქო გემებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების დაცვა რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება.
„ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, მიიღონ პრაქტიკული ზომები, რათა თავიდან აიცილონ სრუტეში სიტუაციის გაუარესება. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გააგრძელოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობისა და სრუტეში ვითარების დეესკალაციის მიზნით", - აღნიშნა ლინ ძიანმა.
მსგავსი სიახლეები
გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ
ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა
კამალა ჰარისი - გსურთ იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამის განმავლობაში 264 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
Fox News: აშშ-მა ირანის პორტზე იერიში მიიტანა
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს
ესტონეთში მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღება აეკრძალათ
მარკო რუბიო რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა
ფაშინიანი მოსკოვში, გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს
ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს კორუფციისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ლატვიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლატვიის ნავთობსაცავთან ჩამოვარდნილი დრონები შესაძლოა, უკრაინულია
ირანი თუ გამდიდრებული ურანის გადაცემაზე დაგვთანხმდება, ომი დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდება - დავბომბავთ - ტრამპი
რადოსლავ სიკორსკი - თუ ფიცო უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს და რუსეთში წავა, შესაძლოა ვაპატიოთ
„ლუფთჰანზაში“ აცხადებენ, რომ, საავიაციო საწვავის ხარჯების ზრდის ფონზე, კომპანია იძულებული იქნება, გაზარდოს ბილეთების ფასი და შეამციროს ფრენების რაოდენობა
ირანის პარლამენტის წევრი - „აქსიოსის“ მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის წინადადება უფრო სურვილების სიაა, ვიდრე რეალური გეგმა
ალენ სიმონიანი - სომხეთი არ იქნება პროვინცია და პოლიტიკურად დამოკიდებული, ბელარუსის მმართველობის მაგალითი მიუღებელია როგორც სომხეთისთვის, ასევე პირადად ჩემთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა განსაზღვრავს, როგორ უპასუხოს რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას
მასუდ ფეზეშქიანი - ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის დაშინებას
ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის რეგულირების ახალი მექანიზმი აამოქმედა - CNN