ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა-მიხეილ ყაველაშვილი
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია. მისივე თქმით, ქართველები მეღვინეობის რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით ვამაყობთ, რაც ჩვენს მიწასთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.
„ჩვენი სახელმწიფოებრიობა სამ ათას წელს ითვლის, ხოლო 17 საუკუნის წინათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ღირებულებითი ორიენტირი. ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა. ვაზის მოვლით დაწყებული, ღვინის დაბადებით გაგრძელებული და ქართული სუფრის ფენომენით დაგვირგვინებული - ეს სრულყოფილი და უნიკალური პროცესი ჩვენი იდენტობის განუყოფელი და უწყვეტი ციკლია. ვაზთან ყოველი შეხება, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, სინამდვილეში, ქართველი კაცის მიწისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას.
"სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს: როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას იმ წმინდა სითხით, რომელიც ქართული სუფრისა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციას საუკუნეების განმავლობაში აცოცხლებს. ვაზი და ღვინო არის ქართველი ადამიანის ყოფიერების მთავარი ძარღვი და ამას ჩვენი ტაძრების კედლებზე ნაკვეთი ვაზის მტევნები და ჩუქურთმებიც ადასტურებს. ქართველი ხუროთმოძღვრებისათვის ვაზი ისეთივე წმინდა იყო, როგორც თავად ტაძარი. ჩვენი საგალობლები, ფოლკლორი და ლიტერატურა გაჟღენთილია ვაზის სიყვარულით. ყველგან - „შენ ხარ ვენახის" საკრალურ საგალობელში, მქუხარე მრავალჟამიერსა თუ ჩვენი დიდებული პოეტების შემოქმედებაში - ვაზი არის სიწმინდის, სიცოცხლისა და გადარჩენის გამოხატულება. საქართველოს გაქრისტიანების უმთავრესი სიმბოლო კი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარია, რომელიც მარად შეგვახსენებს ჩვენი რწმენისა და მშობლიური მიწის ურღვევ ერთიანობას. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეღვინეს, თითოეულ გლეხს, რომელიც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა-მიხეილ ყაველაშვილი
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით, სომხეთში 7 მაისს ალუმინი და მარცვლეული გაიგზავნება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ვემზადებით 1 380 მეტრი სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღებას -ანაკლიის პორტის კონტრაქტორი კომპანიის პროექტის დირექტორი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა-მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
თიბისი ტექსკოლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
მარიამ ქვრივიშვილი: "საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას"
ჩვენ ვიწყებთ საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებას - პროცესს, რომელიც ფუნდამენტურად გარდაქმნის კომპანიას -მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს რკინიგზაში შემდეგი ათი წლის განმავლობაში ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი
ირაკლი კობახიძე - ჩქაროსნული მაგისტრალებისთვის მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება, 2031 წელს თბილისს ექნება ახალი აეროპორტი, გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა