მამუკა მდინარაძე - 4 ოქტომბერს ბევრი დეტალი იყო, რომელიც, დანაშაულთან ერთად, სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადაურჩა

საქართველოს სიყვარული ქვეყნის არევასა და დამხობაში არ უნდა გამოხატონ, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან, პიარკამპანიის ეს ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის. ეს ადამიანები პირდაპირ ეთერში ჩადიოდნენ დანაშაულს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კულისებში რა იყო, ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია არსებობს.

„ბევრი დეტალი იყო, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა - დანაშაულის შედეგად რა შეიძლება, გამოწვეულიყო ქვეყანაში და რამდენად სერიოზული დარტყმა შეეძლო, მიეღო ქვეყანას მათი გეგმები და ზრახვები წარმატებული რომ ყოფილიყო. სამართალდამცავი სისტემა დეტალების სიზუსტით თავის სიმაღლეზე დადგა. ჩვენ შევძელით, იმავე დღეს როგორც დამნაშავეების დაკავება, ასევე, იმავე დღეს ამოწურულიყო ეს ინციდენტი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ მოვიხსენიოთ. იმ დღეს მოხერხდა ზედმიწევნითი სიზუსტით პოლიციის ყველა დანაყოფის მოქმედება, უსაფრთხოების და დაცვის სპეციალური სამსახურების ზედმიწევნითი სიზუსტით მოქმედება, პრევენცია, დაზღვევა. გახსოვთ, პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება, რომლითაც დადგინდა იარაღის ადგილსამყოფელი და ამ ღონისძოების დამთავრებიდან იმავე დღეს, უმოკლეს ვადაში მოხერხდა იმ იარაღის ამოღება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, უნდა გამოყენებულიყო მოქალაქეების წინააღმდეგ. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით", - განაცხადა მამუკა მდინარაძე,

მისი თქმით, არის ოპერატიული ინფორმაციები, რომლებიც მტკიცებულებებში ყოველთვის არ აისახება ხოლმე, ეს შეუძლებელია.

„ერთია ოპერატიული, მეორეა მტკიცებულებითი მხარე. მტკიცებულებები პირდაპირ ეთერში იყო წარმოდგენილი და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელს იხდიან. სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. ამის იქით, მე რაც კი შემიძლია, გითხრათ, მაქსიმალურს ვამბობ. ამის იქით ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ, ვერც წყაროებზე და ა.შ. მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, იმ დღეს ქვეყანა გადაურჩა ძალიან დიდ უბედურებას. ყველა ის სამართალდამცველი ვინც იმ დღეს ვინც იყო ამ ღონისძიებაში ჩართული, რამდენიმე ათასმა ადამიანმა ძალიან ზუსტად იმუშავა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
მამუკა მდინარაძე - "ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს
მამუკა მდინარაძე - ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი
მამუკა მდინარაძე - 4 ოქტომბერს ბევრი დეტალი იყო, რომელიც, დანაშაულთან ერთად, სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადაურჩა
პრემიერი - პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო
შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი – უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვერევით, რა კანონს მიიღებენ ესტონეთში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა
მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე:ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს - თამარ იოსელიანი
,,6 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მე-13 გადაწყვეტილება მიიღო''- საგარეო უწყება