მამუკა მდინარაძე - "ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს

„ნაცმოძრაობა" და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებლად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი ენჯეო ორგანიზაცია.

 

„რაღაც გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე საუბრობენ და ა.შ. ჯერ „ნაცმოძრაობა" და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე. უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არსად არის მითითებული იმის შესახებ, რომ მე მაგალითად უნდა ვუხელმძღვანელო პროკურატურას, როგორც ისინი ირიბად მიუთითებენ, უნდა ვუხელმძღვანელო აუდიტის სამსახურს. კოორდინაცია, კომუნიკაცია, მსგავსი ფუნქციები არ გულისხმობს ვინმეს ხელმძღვანელობას მაინცდამაინც. ეს სხვა სფეროში შესაძლებელია გამომდინარეობდეს პრემიერის უფლებამოსილებიდან და მის მიერ მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილებიდან, რომ ვიცე-პრემიერმა განახორციელოს ის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში რაც მას გააჩნია. გადაჭარბებულ უფლებამოსილებაზე როცა საუბრობენ, უფრო მეტი კონცენტრაცია არის პრემიერ-მინისტრის ხელში, მაშინ პრემიერის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს საერთოდ - არასერიოზულია. რამდენად არასერიოზული ფრაზებით მოგვიწია ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტის წარდგენა. აქედან გამოდის ის ლოგიკა, რომ არასერიოზულია ასეთი მსჯელობა. როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი ენჯეო ორგანიზაცია. გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
მამუკა მდინარაძე - ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
მამუკა მდინარაძე - "ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს
მამუკა მდინარაძე - ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი
მამუკა მდინარაძე - 4 ოქტომბერს ბევრი დეტალი იყო, რომელიც, დანაშაულთან ერთად, სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადაურჩა
პრემიერი - პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო
შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი – უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვერევით, რა კანონს მიიღებენ ესტონეთში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - მალტა საქართველოს გამოკვეთილი მხარდამჭერია, განსხვავებით იმ განწყობებისგან, რასაც ბრიუსელი გვაჩვენებს ხოლმე, მათი პოზიცია ყოველთვის დიალოგი და თანამშრომლობაა
მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე:ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოტახანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს - თამარ იოსელიანი