მამუკა მდინარაძე - ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ, ყველაფერი შესაძლებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა მის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ქართული, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ ყველასთან სამეგობროდ ვართ მზად. ჩვენი დამოკიდებულება არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინა ხაზზე, წინა პლანზე დაყენება. მე თავად გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ სერიოზული შეხვედრა მქონდა, მათ შორის, არ არის დასამალი, პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხეთ ამ სერიოზულ შეხვედრაზე, იმიტომ, რომ დღეს არცერთი სპეცსამსახური და არცერთი ორგანიზაცია თუ უწყება არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება. ამ საკითხზე საუბრის დროსაც მე ამაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ჩვენ არ უნდა წაგვერთვას ტერიტორიული მთლიანობის აღდენის შანსი, ჩვენ ფიზიკური გადარჩენის პრობლემა არ უნდა გვქონდეს, ეკონომიკის ჩამოშლის პრობლემა არ უნდა გვქონდეს. ასეთ საკითხს არავინ უნდა აყენებდეს. ამის იქით ყველაფერზე შეიძლება საუბარი თუ ქართული ეროვნული ინტერესები იქნება გათვალისწინებული ჩვენთან ურთიერთობის დროს და არ უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობაზე ან ტერიტორიის სიმცირეზე აქცენტი და დაწოლა, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად ძლიერი ქვეყანა, რომ 100-მილიონიან ქვეყნებს ან რამდენიმე ათეულ მილიონიან ქვეყნებს რაღაცაში შევეჯიბროთ ან გავეჯიბროთ. ამიტომ, საქართველო არ უნდა დაიჩაგროს.
ამ შემთხვევაში, თუ ეს მოცემულობა იქნება მისაღები, ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელთანაც ვპარტნიორობთ და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ და ვაგრძელებთ ურთიერთობას, ყველაფერზე დაველაპარაკებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
,, მსოფლიო შპიონაჟის ისტორიას არ ახსოვს, რაც საქართველოში მოხდა!''- ირაკლი მელაშვილი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში'' ცვლილებები შედის
გიგი გიგიაძე - ამათ რა დიპლომატები უნდა აღზარდონ? ქვეყნის სიყვარულის გარდა, ყველაფერს ასწავლიან - ეს იქნება „ქოცური“ დიპლომატიის სკოლა
მამუკა მდინარაძე - ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
მამუკა მდინარაძე - "ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს
მამუკა მდინარაძე - ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი
მამუკა მდინარაძე - 4 ოქტომბერს ბევრი დეტალი იყო, რომელიც, დანაშაულთან ერთად, სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადაურჩა
პრემიერი - პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო
შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი – უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვერევით, რა კანონს მიიღებენ ესტონეთში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა