,, მსოფლიო შპიონაჟის ისტორიას არ ახსოვს, რაც საქართველოში მოხდა!''- ირაკლი მელაშვილი

 

მგონი, ქართული კონტრდაზვერვა რაღაც ახალ სიმაღლეებს იპყრობს! მსოფლიო შპიონაჟის ისტორიას არ ახსოვს, რაც საქართველოში მოხდა! - ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვისთვის ელემენტარული კონსპირაციის დარღვევის თვალსაზრისით „მტრული ქვეყნის" ტერიტორიაზე „საიდუმლო აგენტთან" თანამშრომლობის წერილობითი დოკუმენტური დადასტურების შექმნა დაუჯერებლად იდიოტური საქციელია! - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება.

 

მელაშვილის შეფასებით, თუ სერიოზული მტკიცებულებები არ დაიდო, რომ უძილაურის მიერ უცხო დაზვერვისთვის „გადაცემული ინფორმაცია" სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ის რაც გასაჯაროვდა, არაფრის დამადასტურებელი არ იქნება.

 

„ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს უძილაურმა ვიღაცას გადაურბინა ან/და „ოცნების" ახლანდელ ხელმძღვანელობას თვალში არ მოსდიოდა, მასში საფრთხეს ხედავდნენ, რადგანაც წერა კი ნამდვილად ეხერხება, ამიტომ ასე მოიშორეს.

 

ჰო, ვის რას აღიარებინებენ ამაზე ვერაფერს ვიტყვი! სამოქალაქო აქტივისტებისგან განსხვავებით „ოცნების" დაკავებული თანამდებობის პირები, როგორც წესი, საპროცესო გარიგების დადებას ითხოვენ. უძილაური რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს არაფრის დამადასტურებელი არ იქნება, თუ სერიოზული მტკიცებულებები არ დაიდო, რომ უძილაურის მიერ უცხო დაზვერვისთვის „გადაცემული ინფორმაციას" კანონის შესაბამისად „საიდუმლო" გრიფი ედო და სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. თორემ მასე კოლექტიურ გორდულაძეების, მათიკაშვილების, მახაშვილების და სხვა ხუნვეიბინების სურვილებს თუ ავყევით, ამათ თავისუფლად შეიძლება მათი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ანალიტიკური სტატია და მასში გამოყენებული ღია წყაროების ინფორმაციის გავრცელება, ქვეყნის გაყიდვად, მტრული „ქვეყნების სასარგებლო შპიონაჟად" ჩათვალონ და სისხლის სამართლის დასჯადი გახადონ!

 

P.S. არც წინა ხელისუფლებებთან ოპოზიციაში ყოფნის და არც ამ ხელისუფლების დროს მე და ჯერ ჟურნალისტი, შემდეგ კი „ქართული ოცნების" ფუნქციონერი უძილაური, თანამოაზრეები და მითუმეტეს მეგობრები არ ვყოფილვართ, ყოველთვის განსხვავებული პოზიციები გვქონდა ბევრ საკითხზე. საკმაოდ მწვავე საუბრებიც გვქონია ხოლმე, მაგრამ ვიცნობდი უამრავ ადამიანს, ვინც მისი თანამოაზრეობით და მეგობრობით ამაყობდა, ვისაც ეხმარებოდა და გვერდში ედგა. ჰოდა, ეს ხალხი ასე პირშიწყალჩაგუბებულები როგორ სხედხართ, თქვენს მეგობრისთვის შპიონაჟის ასე საეჭვოდ დაბრალებაზე?" - წერს ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 





მსგავსი სიახლეები
კევინ ჰამილტონი - სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია, უკუსვლა არ ყოფილა
,, მსოფლიო შპიონაჟის ისტორიას არ ახსოვს, რაც საქართველოში მოხდა!''- ირაკლი მელაშვილი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში'' ცვლილებები შედის
გიგი გიგიაძე - ამათ რა დიპლომატები უნდა აღზარდონ? ქვეყნის სიყვარულის გარდა, ყველაფერს ასწავლიან - ეს იქნება „ქოცური“ დიპლომატიის სკოლა
მამუკა მდინარაძე - ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
მამუკა მდინარაძე - "ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს
მამუკა მდინარაძე - ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი
მამუკა მდინარაძე - 4 ოქტომბერს ბევრი დეტალი იყო, რომელიც, დანაშაულთან ერთად, სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადაურჩა
პრემიერი - პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო
შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი – უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვერევით, რა კანონს მიიღებენ ესტონეთში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება
პაატა სალია - ტელევიზიებს, რომლებსაც მოიხსენიებენ პროპაგანდისტულ არხებად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუშუქებია ისეთი ინფორმაცია, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო მედიის მასალისგან