ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია
ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას გამოეხმაურა პარტია "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი დოკუმენტს პარტია "ხალხის ძალამ".
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა კარგი ნაშრომია და პრობლემების იდენტიფიცირება სწორად მოხდა, მასში მკაფიოდ არ ჩანს ის მექანიზმები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ.
„მხარი არ დავუჭირეთ ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას, პირველ რიგში იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა მოლოდინი იყო შექმნილი. დასკვნა უდავოდ კარგი ნაშრომია. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, სუბიექტური მოლოდინი იყო, რომ ამ დასკვნის შემდეგ ჩვენ ვნახავდით კონკრეტულ მექანიზმებს, თუ რა ნაბიჯებს დაგეგმავდა და გადადგამდა სახელმწიფო.
რეკომენდაცია და დასკვნა როდესაც ვნახე, დავინახე, რომ პრობლემის იდენტიფიცირება ძალიან კარგად მოხდა, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს, ან ბუნდოვანი იყო. მე ძალიან მინდა, რომ ამ დასკვნის საფუძველზე ხელისუფლებამ გამონახოს ისეთი მექანიზმები, რომ შემდეგში ამ თემაზე საუბრისას ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ვთქვა, რომ მე ვცდებოდი. პირველი მთავარი პრობლემა, რაც წინა სესიაზეც გავაჟღერე, არის ის, რომ ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს. ნებსით თუ უნებლიედ ჩამოყალიბდა ისე, რომ თავისუფალი ბაზრის აღქმა გვაქვს და ვხედავთ 5-6 კომპანიას, რომელიც გიგანტია - გვიმტკიცებენ, რომ ფასს არ განსაზღვრავენ ბაზარზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ფასი ყველგან ერთია. ეს კითხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთანაც დავსვი. დასკვნა თავისთავად ძალიან კარგი მოვლენაა, კარგი ნაშრომია, მაგრამ თუ ეს დასკვნა შექმნის იმ ბერკეტს, რომლის საფუძველზეც მიზანს მიაღწევს და მოხდება ფასების კორექტირება, ეს იქნება ძალიან კარგი,"- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
მსგავსი სიახლეები
ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია
კევინ ჰამილტონი - სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია, უკუსვლა არ ყოფილა
,, მსოფლიო შპიონაჟის ისტორიას არ ახსოვს, რაც საქართველოში მოხდა!''- ირაკლი მელაშვილი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში'' ცვლილებები შედის
გიგი გიგიაძე - ამათ რა დიპლომატები უნდა აღზარდონ? ქვეყნის სიყვარულის გარდა, ყველაფერს ასწავლიან - ეს იქნება „ქოცური“ დიპლომატიის სკოლა
მამუკა მდინარაძე - ურთიერთობებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
მამუკა მდინარაძე - "ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს
მამუკა მდინარაძე - ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, ეს არის მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილი
მამუკა მდინარაძე - 4 ოქტომბერს ბევრი დეტალი იყო, რომელიც, დანაშაულთან ერთად, სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადაურჩა
პრემიერი - პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო
შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი – უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუს-მა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ვხედავთ სუს-ის საქმიანობის შედეგებს
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის საქმიანობა უკვე კონკრეტულ შედეგებში აისახა
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვერევით, რა კანონს მიიღებენ ესტონეთში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს, ევროკავშირის ელჩისგან ვითხოვთ პასუხს, აპირებს თუ არა, საქართველოს პრეზიდენტს ბოდიში მოუხადოს
საქართველოს პარლამენტი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართავს
ამირან სალუქვაძე: ვერ ეშვება ჩვენი ე.წ. ოპოზიცია პროვოკაციებს, პატივი უნდა სცენ 26 მაისს
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
კახა კალაძე - უკრაინასთან მიმართებით რა პოზიციაც გვქონდა, იმავე პოზიციაზე ვრჩებით, გვინდა, უკრაინაში იყოს მშვიდობა
შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება