დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„პოლონეთს ეს მოეწონებოდა. პოლონეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. პრეზიდენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გახსოვთ, მე მას მხარი დავუჭირე და მან გაიმარჯვა. ძალიან უკან იყო, მაგრამ მაინც მოიგო. ის შესანიშნავი მებრძოლი და ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან მომწონს. ასე რომ, ეს შესაძლებელია", - თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება ამ კვირაში მიიღო. პენტაგონის ინფორმაციით, გერმანიას 5 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი გაიყვანონ იტალიიდან და ესპანეთიდანაც. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილებით, არ დაეხმარონ აშშ-ს ირანთან ომში.

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენი იქნება
დონალდ ტრამპი - სრულიად შესაძლებელია, რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი გახანგრძლივდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ
დონალდ ტრამპი - მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო
„უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მცდელობები ჩიხში შევიდა“ - მარკო რუბიო
აშშ-მ ირანის ორ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა - Reuters
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ რუსეთისგან დღეს
გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ
​ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა
კამალა ჰარისი - გსურთ იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამის განმავლობაში 264 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
Fox News: აშშ-მა ირანის პორტზე იერიში მიიტანა
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს
ესტონეთში მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღება აეკრძალათ
მარკო რუბიო რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა
ფაშინიანი მოსკოვში, გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს
ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს კორუფციისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ლატვიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლატვიის ნავთობსაცავთან ჩამოვარდნილი დრონები შესაძლოა, უკრაინულია