მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე" მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს.


რეზერვისტებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, ფიცის დადება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. ასევე, სამსახურეობრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ.


ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და რეზერვისტების ოჯახების წევრები დაესწრნენ.


ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე და 205-ე ბატალიონებში განაწილდებიან. ისინი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვში ოთხი წელი იმსახურებენ და წლის მანძილზე 45 დღემდე საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები თეორიულ ცოდნას მიიღებენ, ასევე საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან და კრიზისებზე რეაგირების უნარებს განივითარებენ.

 

 





მსგავსი სიახლეები
მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად
პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჩამოვიდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა ფიცი დადეს
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ესპანეთის სამეფოში ხელოვნური ინტელექტის მესამე სამიტს (REAIM) დაესწრო
საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში, Phoenix Express 2026-ში მონაწილეობის მისაღებად -აშშ-ის საელჩო
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა
აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა
იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს
ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა
ნატომ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
"დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა" - ჯუანშერ ბურჭულაძე
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა
რა გარდატეხას მოახდენს Leopard-ის ტანკები უკრაინაში და რატომ გააღიზიანა რუსეთი ამ ტიპის ტანკების გამოჩენამ
გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა
სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარით განისაზღვრა