დონალდ ტრამპი - სრულიად შესაძლებელია, რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი გახანგრძლივდეს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ მის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი უკრაინასა და რუსეთს შორის უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.
„შესაძლებელია. კარგი იქნებოდა. მინდა, რომ ეს შეჩერდეს. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით ყველაზე საშინელი მოვლენაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყოველ თვეში 25 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა. ამიტომ, სრულიად შესაძლებელია", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის ტრამპმა 8 მაისს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში სამდღიანი ზავი გამოაცხადა. შეთანხმება მხარეებს შორის 1 000 ტყვის გაცვლასაც ითვალისწინებს. „სიამოვნებით გაცნობებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტა, მოთხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული, დიდად ვაფასებ, რომ მას დაეთანხმნენ", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღლუმის დროს მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან".
ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაადასტურეს მოსკოვშიც.
მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენი იქნება
დონალდ ტრამპი - სრულიად შესაძლებელია, რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი გახანგრძლივდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ
დონალდ ტრამპი - მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო
„უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მცდელობები ჩიხში შევიდა“ - მარკო რუბიო
აშშ-მ ირანის ორ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა - Reuters
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ რუსეთისგან დღეს
გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ
ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა
კამალა ჰარისი - გსურთ იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამის განმავლობაში 264 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
Fox News: აშშ-მა ირანის პორტზე იერიში მიიტანა
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს
ესტონეთში მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღება აეკრძალათ
მარკო რუბიო რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა
ფაშინიანი მოსკოვში, გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს
ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს კორუფციისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ლატვიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლატვიის ნავთობსაცავთან ჩამოვარდნილი დრონები შესაძლოა, უკრაინულია