ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენი იქნება

მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ ერთად ვართ, გამარჯვება ყოველთვის იყო და ყოველთვის ჩვენი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე 9 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის ხალხების გმირულმა საქმეებმა აჩვენა, რომ სამშობლოსადმი ერთგულებას მილიონობით ადამიანის გაერთიანება შეუძლია.

 

„ჩვენი ხალხი მტრის გზაზე კედელივით იდგა და აჩვენა, რომ სამშობლოსადმი ერთგულება უმაღლესი სიმართლეა, რომელსაც მილიონობით ადამიანის გაერთიანება შეუძლია", - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთს მთელი უპირისპირდება. მას არ უხსენებია უკრაინა.

 

„გამარჯვებული თაობის დიდი გმირობა შთააგონებს მებრძოლებს, რომლებიც დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს ასრულებენ. ისინი უპირისპირდებიან აგრესიულ ძალას, რომელიც შეიარაღებულია და მხარდაჭერილია ნატო-ს მთელი ბლოკის მიერ", - აღნიშნა პუტინმა.

 

წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმი დღეს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე მიმდინარეობს.

 





მსგავსი სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - გამარჯვება ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენი იქნება
დონალდ ტრამპი - სრულიად შესაძლებელია, რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი გახანგრძლივდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ
დონალდ ტრამპი - მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში
პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო
„უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მცდელობები ჩიხში შევიდა“ - მარკო რუბიო
აშშ-მ ირანის ორ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუხსნა - Reuters
ვოლოდიმირ ზელენსკი - ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ რუსეთისგან დღეს
გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ
​ჰორმუზის სრუტეში ჩინეთის ნავთობის ტანკერზე თავდასხმა მოხდა
კამალა ჰარისი - გსურთ იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღამის განმავლობაში 264 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს
Fox News: აშშ-მა ირანის პორტზე იერიში მიიტანა
ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების სამ გამანადგურებელზე იერიში მიიტანა
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს
ესტონეთში მესამე ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაღება აეკრძალათ
მარკო რუბიო რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა
ფაშინიანი მოსკოვში, გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს
ჩინეთის ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს კორუფციისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ლატვიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ლატვიის ნავთობსაცავთან ჩამოვარდნილი დრონები შესაძლოა, უკრაინულია