"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით "პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა: უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება".

 გთავაზოთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო აღლუმი, რომელიც მოსკოვში, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, შაბათს, 9 მაისს უნდა გაიმართოს, როგორც ჩანს, ისე მუქარით აღარ ჩაივლის, როგორც წინა წლებში ხდებოდა ხოლმე. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტურ გერმანიაზე სსრ კავშირის გამარჯვების შემდეგ ტრადიციად ქცეული სამხედრო აღლუმები კრემლისთვის ყოველთვის იყო მისი შეიარაღებული ძალების ძლიერებისა და გამარჯვებების სიმბოლო - ჯერ კომუნისტი ლიდერებისათვის, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტებისათვის - რუსებში ეროვნული სულისა და პატრიოტიზმის გრძნობის გასაღვივებლად. დღეს ვლადიმერ პუტინიც ასევე ცდილობს, თუმცა წლევანდელი სამხედრო აღლუმის რეიტინგი დაქვეითებულია: კრემლი შიშობს - ვაითუ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვზე დარტყმა განახორციელონო. როგორც გაცხადდა, აღლუმში სამხედრო ტექნიკა მონაწილეობას არ მიიღებს.

დიახ, რუსეთის ჯარების აღლუმი მოპოვებული გამარჯვების ერთგვარი სიმბოლოც არის, მაგრამ რომელი გამარჯვება მოიპოვა კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის არმიამ?

უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებული ომი უკვე ბევრად უფრო დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე „დიდი სამამულო ომი“ (ასე უწოდებს რუსეთი ნაცისტურ გერმანიასთან 1941-45 წლებში მომხდარ სამხედრო კონფლიქტს) და არის ფაქტები, რომ ბოლო დროს რუსული არმია ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკან იხევდა. მსხვერპლის რაოდენობა ისევ მაღალი რჩება. კრემლი ცდილობს თავისი ჯარის ამასწინანდელი უმოქმედობა კლიმატური მოვლენებით ახსნას - გაზაფხულის უამინდობით, უგზოობით... რომელიც უკვე მთავრდება და შეიძლება ფრონტი გააქტიურდეს.

რაც შეეხება უკრაინელ სამხედროებს, მათ თავიანთი წარმატება დონბასის ფრონტის ხაზიდან ბევრად უფრო შორს - აშშ-ირანის საჰაერო ფრონტის ხაზზე მოიპოვეს: კიევმა თავისი დახმარება შესთავაზა სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანული დრონებისა და რაკეტებისგან თავდასაცავად. კიევის ჩანაფიქრი ნათელია: მას არ სიამოვნებს, რომ ირანთან ომის შედეგად   ნავთობზე მსოფლიო ფასები იზრდება - ამით ხომ რუსეთი სარგებლობს და თან ირანს მხარს უჭერს. ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს ყურის არაბული ქვეყნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატოს.

რუსეთის მხარდაჭერა ირანის მიმართ ვაშინგტონისთვისაც არ არის შეუმჩნეველი. არ არის გამორიცხული, რომ  მოსკოვის მიერ თერანისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო, ვაშინგტონი კიევს დაეხმაროს. ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე მეტი მიზეზი აქვს ამაზე იფიქროს, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი და ცვალებადი ხასიათის გათვალისწინებით.

სხვათა შორის, შესამჩნევია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: რუსეთის არმიის „ბრწყინვალების“ გაფერმკრთალების კვალობაზე, უკრაინა მისაბაძ და სამაგალითო ქვეყნად გადაიქცა. რა თქმა უნდა, უკრაინას კვლავ ჭირდება დასავლეთის დახმარება, მაგრამ მისი სამხედრო ინოვაციები, განსაკუთრებით დრონების წარმოების საკითხში, სხვა ქვეყნების არმიებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

 

არ არის რაიმე ნიშანი იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა ომზე უარი თქვას და შეწყვიტოს. მან, ყოველი შემთხვევისათვის, თავის ქვეყანაში რეპრესიებს აძლიერებს. შესაძლოა შაბათმა, 9 მაისმაც აჩვენოს, თუ როგორ აიძულებენ მამაცი უკრაინელი სამხედროები კრემლს ძვირად დაუჯდეს ის სულელური ნაბიჯი, რომელიც მან ომის დაწყებით გადადგა.

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"
"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph
"რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს"-The Diplomat
"გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და "კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ "სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს"
"ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება"-The Economist
"ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!"-The Daily Telegraph
"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times
"დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში"-The New York Times
"აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა"-The Washington Post
"ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს" -BBC
„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“
"უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით"-BBC
"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist
რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times
"ტრამპს "სუეცის მომენტი" დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება" -The Independent
"დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში"-The Daily Telegraph
"მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება": პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება"-Die Welt