"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
დასავლურ პრესაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა თეთრი სახლის პრეს-მდივნის ქეროლაინ ლევითის მიერ მეორე შვილის გაჩენამ: ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა, გარკვეული სპეციფიკური მიზეზების გამო.
ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივნის პირად ცხოვრებაში მომხდარ ამ მოვლენას მიუძღვნა სტატია სათაურით „ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა“
(ავტორი - ბენ სტოქთონი), რომელშიც განხილულია ფაქტი და კომენტარებიც აქვს დართული.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:ქეროლაინ ლევითმა, თეთრი სახლის [დონალდ ტრამპის] პრეს-მდივანმა, იმშობიარა და გოგონა გააჩინა სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მან დეკრეტული შვებულება გაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტზე მომხდარი თავდასხმის მცდელობის გამო.
ლევითი დეკრეტულ შვებულებაში 24 აპრილს უნდა გასულიყო, მაგრამ მან შვებულება გადადო თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამის დროს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით. ვახშამს, დონალდ ტრამპთან ერთად, ქეროლაინ ლევითი და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.
პრეს-მდივნის ბოლო სამუშაო დღე, შვებულებაში გასვლის წინ, თეთრი სახლის დარბაზში 28 აპრილს გაიმართა, პირველ მაისს კი მეორე შვილი გააჩინა. გოგონას დაბადება ქეროლაინმა 7 მაისს, ხუთშაბათს, ოფიციალურად გამოაცხადა და თქვა, რომ მას სახელად ვივიანი დაარქვეს. „იცით, ვივიანი რა ლამაზი და მშვენიერია? გოგონა ჯანმრთელად არის და უფროსი ძმა ცდილობს ახალშობილ დას მიეჩვიოს“, - დაწერა ქეროლაინმა „იქს“-ქსელში.
ქეროლაინ ლევითი 28 წლისაა და თეთრი სახლის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეს-მდივნად ითვლება. იგი ცნობილი გახდა თავისი მგზნებარე, ემოციური ბრიფინგებით პრესისათვის და კონფრონტაციული მიდგომებით ჟურნალისტების მიმართ.
2025 წელს ქეროლაინ ლევითი ცოლად გაჰყვა ნიკოლას რიჩიოს, 60 წლის მშენებელ-დეველოპერს, რომელიც მასზე 32 წლით უფროსია. ცოლ-ქმრის ასაკში მნიშვნელოვანი განსხვავება ხშირად იპყრობდა და ახლაც იპყრობს ყურადღებას ინტერნეტის მომხმარებლებს შორის.
2025 წელს ცნობილი ჟურნალისტის მეგინ კელის შოუში ქეროლაინ ლევითმა განაცხადა: „ჩვენს სიყვარულს არატიპიური ისტორია აქვს... მაგრამ ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი ყველაზე დიდი და მტკიცე მხარდამჭერი, ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი... ნიკოლასი ჩემი საყრდენია“.
ქეროლაინის პირველ შვილსაც ნიკოლასი ჰქვია, რომელიც დონალდ ტრამპზე პენსილვანიაში, 2024 წელს, წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოწყობილ პირველ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა. ლევითი იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატის პრეს-მდივნის მოვალეობას ასრულებდა, მაშინაც დეკრეტულ შვებულებაში იყო გასული და როგორც კი თავდასხმის ამბავი გაიგო, დაუყონებლივ შეწყვიტა შვებულება და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა.
ხუთშაბათს ქეროლაინ ლევითმა აღნიშნა: „ჩვენ ყოველდღიურად ვტკბებით და ბედნიერები ვართ ჩვენი ახალშობილით“.
მსგავსი სიახლეები
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"
"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph
"რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს"-The Diplomat
"გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და "კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ "სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს"
"ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება"-The Economist
"ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!"-The Daily Telegraph
"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times
"დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში"-The New York Times
"აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა"-The Washington Post
"ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს" -BBC
„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“
"უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით"-BBC
"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist
რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times
"ტრამპს "სუეცის მომენტი" დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება" -The Independent
"დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში"-The Daily Telegraph
"მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება": პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება"-Die Welt