საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება.

საეკლესიო კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება. კრებაზე დაგეგმილია საპატრიარქო ტახტის კანდიდატების სიტყვით გამოსვლები, სიტყვით გამოვლენ ეპარქიებიდან წარმოდგენილი დელეგატებიც. ასევე, ერთ-ერთი მეცნიერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით გააკეთებს ისტორიულ მიმოხილვას.

ეკლესიის გაფართოებული კრება ნაწილობრივ იქნება პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხის საშუალებით. კერძოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა საეკლესიო კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი, ხმების დათვლის დროს ღონისძიება დაიხურება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.

სამების ტაძარში საეკლესიო კრებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც მართვა-გამგეობის დებულების მიხედვითაა შედგენილი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტაძრის ეზოზე, გაფართოებული კრების მიმდინარეობისას საკათედრო ტაძრის ეზოში ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესვლა.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.

ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც პირველ კენჭისყრაში ხმათა უმრავლესობა ექნება.

28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

პატრიარქობის კანდიდატების შესარჩევი კენჭისყრისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა - 7-7 ხმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის მე-13 გაფართოებულ კრებაზე მიიღეს.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი დღესვე გამოცხადდება. ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას არჩეული პატრიარქი თავად მიიღებს.

სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ
11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მაისის ამინდის პროგნოზი
„პეგასუსი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო გარბენს შეუერთდა - მონაწილეები ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებისთვის გაერთიანდნენ
მეუფე იაკობი - სინოდი არ არის ისეთი სუსტი, რომ ვიღაც ჩარიოს - არ ინერვიულოთ
11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - შსს
მეუფე შიო - მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი
მეუფე ანდრია - ძალიან კარგი და ღვთივკურთხეული დღე გველოდება - ღმერთი ყოველივეს სასიკეთოდ განაგებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს პატრიარქს ხვალ აირჩევს - გაფართოებული კრება 13:00 საათზე დაიწყება
,,გელა მთივლიშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო'' - შსს
10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა +29 გრადუსამდე დათბება - 10 მაისის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძემ და შპს ''ლუკოილ- ჯორჯიას'' წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს
კობა კობალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს
,, ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა''- 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მაისის ამინდის პროგნოზი
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ