სამებაში გაფართოებული საეკლესიო კრება მიმდინარეობს, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრება გაიხსნა, სადაც დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. კრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თავმჯდომარეობს.

 

გაფართოებული კრების გახსნამდე, მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ პირველი სიტყვით მიმართა კრების მონაწილეებს, დელეგატებს, რომელთა რიცხოვნობა 1200-ს შეადგენს..

 

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება საპატრიარქო ტახტის სამივე კანდიდატი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

 

გაფართოებული კრების გახსნამდე, აღევლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

 

გაფართოებულ კრებაზე სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე, მათი ეპარქიებიდან თითო წარმომადგენელი. საპატრიარქო კანდიდატებს სიტყვისთვის ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი.

 

რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, ბიულეტენებზე შემოსახაზი იქნება სამი კანდიდატი. შემოხაზვის შემდეგ, ბიულეტენი იდება კონვერტში და მოთავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე განთავსდება.

მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს +1 ხმა. ამ შემთხვევაში - 20 ხმა.შესაბამისად, თუ პატრიარქობის რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში კენჭისყრა გაიმართება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის.

 

შედეგს დღესვე ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გამოაცხადებს, რომელიც ხმების დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა. ასევე, დღესვე ინტრონიზაციის თარიღი გამოცხადდება, რის შესახებაც გადაწყვეტილებას კრების მიერ არჩეული ახალი პატრიარქი მიიღებს.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

 





მსგავსი სიახლეები
მეუფე შიო - დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, სამების ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ ეკლესიის ახალი მწყემსთავარი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება დახურულ რეჟიმში გრძელდება
სამებაში გაფართოებული საეკლესიო კრება მიმდინარეობს, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე - იმედი მაქვს, მშვიდობიანად ჩატარდება ყველაფერი და არჩევანი იქნება ისეთი, როგორც უფალი განაგებს
მეუფე გრიგოლი - ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა, ეზოში დამონტაჟებულია ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრებას
საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს დღეს აირჩევენ
11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მაისის ამინდის პროგნოზი
„პეგასუსი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველო მსოფლიო საქველმოქმედო გარბენს შეუერთდა - მონაწილეები ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებისთვის გაერთიანდნენ
მეუფე იაკობი - სინოდი არ არის ისეთი სუსტი, რომ ვიღაც ჩარიოს - არ ინერვიულოთ
11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება - შსს
მეუფე შიო - მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი
მეუფე ანდრია - ძალიან კარგი და ღვთივკურთხეული დღე გველოდება - ღმერთი ყოველივეს სასიკეთოდ განაგებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს პატრიარქს ხვალ აირჩევს - გაფართოებული კრება 13:00 საათზე დაიწყება
,,გელა მთივლიშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო'' - შსს
10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ტემპერატურა +29 გრადუსამდე დათბება - 10 მაისის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძემ და შპს ''ლუკოილ- ჯორჯიას'' წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს