საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს

საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს.

ორი სპეციალური რეისი ეინდჰოვენის აეროპორტში დაეშვა.

ამასთან, ნიდერლანდების ერთ-ერთმა კლინიკამ 12 თანამშრომელი ექვსი კვირით კარანტინში მოათავსა, რადგან პერსონალმა პაციენტის ანალიზები სათანადო დაცვის გარეშე დაამუშავა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირების რისკი მინიმალურია.

როგორც ცნობილია, საკრუიზო გემზე ჰანტავირუსით სულ სამი ადამიანი დაიღუპა - ორი ნიდერლანდელი და ერთი გერმანელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰანტავირუსით ინფიცირების შვიდი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ამასთან, როგორც მედია წერს, ინფიცირებულია საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რომელიც საკრუიზო გემზე იმყოფებოდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მედია ასევე იტყობინება, რომ ჰანტავირუსი დაუდასტურდა მადრიდში კარანტინში მყოფი ესპანელთაგან ერთ-ერთს, თუმცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ის ერთ-ერთია 14 ესპანელს შორის, რომელთა გემიდან ევაკუაციაც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა.

საკრუიზო გემი ჯერ კიდევ ზღვაშია და 17 მაისს მიაღწევს ნიდერლანდებს.

 





მსგავსი სიახლეები
საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ანდრეი ერმაკს კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა
კირილ ბუდანოვი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მოულოდნელად არ შედგება
დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია, აპარატზეა შეერთებული
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში - კაია კალასი
ჩვენ არ გვაქვს, არ გვქონია და არც გვექნება რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზანი - ნიკოლ ფაშინიანი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა
გიდეონ საარი: ევროკავშირმა თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ისრაელის მოქალაქეებს და სუბიექტებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე
ირანმა აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა პასუხი გაგზავნა
მასუდ პეზეშკიანი - მოლაპარაკებები არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას
ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღზე - „მიწა დავკარგეთო, ამბობენ, მაგრამ როგორ იყო ეს მიწა ჩვენი? ავაშენეთ იქ სკოლა, ბაღი, ქარხანა? ვცხოვრობდით, დასახლება გვქონდა?“
ილჰამ ალიევი - სომხეთის ჩვენგან დაცვა საჭირო არ არის, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა
უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა
ვლადიმერ პუტინი - როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში? - ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით
Bloomberg: იაპონია მოსკოვში რუსეთში დარჩენილი კომპანიების აქტივების დასაცავად დელეგაციის გაგზავნაზე ფიქრობს
საკრუიზო გემი, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა - მედიკოსები მგზავრებს ელოდებიან
,,უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის''- პუტინი
პეტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა