"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტიო, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელიც სურდა გაფართოებულ კრებაზე წაეკითხა, თუმცა მისი თქმით, სხდომა მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევას მიეძღვნა.
მეუფე ნიკოლოზი მიმართვაში სინოდის წევრებსა და გაფართოებული კრების მონაწილეებს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II წმინდანად შერაცხვას სთხოვს. მისი თქმით, ილია მეორეს მოციქულთა სწორი უნდა ეწოდოს.
"მიმართვა დაიწერა საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წასაკითხად, მაგრამ რადაგან ეს კრება მიეძღვნა მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევას, ქვეყნდება მისი ინტრონიზაციის შემდეგ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო
ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, წმ. სინოდის წევრებს, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეებს
ძვირფასო მეუფენო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო,
მოგმართავთ თხოვნით, არ გადავდოთ ჩვენი პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II წმინდანად შერაცხვა.
მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს რამდენიმე ცნობილი შემთხვევა, როდესაც წმინდანის მიმართ პატივისცემა იმდენად ძლიერი და აშკარა იყო, რომ კანონიზაცია ან საეკლესიო განდიდება, პრაქტიკულად, გარდაცვალებისთანავე მოხდა - ზოგჯერ ფორმალური აქტის გარეშეც.
ასეთები იყვნენ ადრეული ეკლესიის მოწამეები; ასეთები იყვნენ წმ. ეგნატე ანტიოქიელი, წმ. პოლიკარპე სმირნელი, წმ. კვიპრიანე კართაგენელი - მათი ლიტურგიკული ხსენება თითქმის გარდაცვალებისთანავე დაიწყო; წმ. ნიკოლოზი, რომლის კანონიზაციის ოფიციალური აქტი დღემდე არ არსებობს, წმ. ანტონი დიდი: მისი ცხოვრება აღწერა წმ. ათანასე ალექსანდრიელმა, რის გამოც სიცოცხლეშივე ეგვიპტეში და მთელ აღმოსავლეთში იმდენად სწრაფად გავრცელდა პატივისცემა, რომ, პრაქტიკულად, სიცოცხლის დასრულებისთანავე უკვე საყოველთაოდ წმინდანად ითვლებოდა; ასეთი იყო წმ. საბა განწმენდილი: მისი მოწაფეები დაუყოვნებლივ შეუდგნენ მისი ცხოვრების აღწერას და ლიტურგიკულ მოხსენიებას; ასეთები იყვნენ წმ. ამბროსი მედიოლანელი და წმ. მარტინ ტურელი, რომლებიც სიცოცხლეშივე ეკლესიის მასწავლებლებად ითვლებოდნენ.
წმ. სერაფიმე საროველის წმინდანად შერაცხვა 1903 წელს მოხდა, მაგრამ მანამდე მის საფლავზე ათასობით ადამიანი მიდიოდა ჯერ კიდევ ოფიციალურ კანონიზაციამდე.
ასევე იყვნენ წმ. იოანე კრონშტადტელი, წმ. ნექტარიოს ეგინელი, წმ. სან-ფრანცისკოს მთავარეპიკოპოსი იოანე შანხაელი, წმ სილუან ათონელი, წმ, პაისი ათონელი, წმ. პორფირე კავსოკალიველი.
ასეთი იყო ჩვენი წმ. მამა გაბრიელი - აღმსარებელი და სალოსი, რომლის მასობრივი თაყვანისცემა დაკრძალვისთანავე დაიწყო.
წმინდანად შერაცხვა სიწმინდის ნიშნების მიხედვით ხდება, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ისტორიულად ჩამოყალიბდა. აი, ზოგიერთი მათგანი:
1. მართლმადიდებელი რწმენა;
2. ცხოვრების სიწმინდე - მოსაგრეობა, სიყვარული, მოწყალება, ლოცვა,
მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე;
3. საყოველთაო სახალხო თაყვანისცემა, როდესაც მასზე ლოცულობენ, როგორც წმინდანზე, მის საფლავზე უწყვეტი რიგია, ადამიანები ყვებიან მისი შემწეობაზე;
4. სასწაულები - როგორც სიცოცხლეში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ;
5. აღმსარებლობა და მოწამეობრივი აღსასრული;
6. სულიერი მემკვიდრეობა: საღვთისმეტყველო შრომები, ჰიმნოგრაფია, ქადაგებები, გავლენა საეკლესიო ცხოვრებაზე.
ჩვენი პატრიარქის შემთხვევაში თითოეულ ამ ნიშანზე მაგალითების დიდი სია
არსებობს.
და, ბოლოს, შეგახსენებთ კანონიზაციის კიდევ ერთ უახლეს შემთხვევას:
უწმინდესი და უნეტარესი,სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატიარქი კალისტრატე ცინცაძე წმ. სინოდის კრებაზე წმინდანად შეირაცხა ნეტარხსენებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს დაჟინებული მუხლმოდრეკილი თხოვნით მიუხედავად იმისა, რომ მასალები კანონიზაციისათვის ჯერ მომზადებული არ იყო. ეს წმ. სინოდი მეუფე კალისტრატესათვის უკანასკნელი აღმოჩნდა.
ყოველივე ამის საფუძველზე ვკადნიერდები და ვბედავ, მოგმართოთ თხოვნით:
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი.
მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზაცია არის არა წმინდანის შექმნა, არამედ უკვე არსებული საეკლესიო ცნობიერების დადასტურება"-ნათქვამია მეუფე ნიკოლოზის მიმართვაში.
მსგავსი სიახლეები
"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
მარიზი კობახიძე შიო III-ზე: არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას პატრიარქად
დღეს "ევროვიზია 2026"-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება - "ბზიკები" დიდ სცენაზე წარდგებიან
ვინ იყვნენ შიო I და შიო II
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო
შიო მესამე - გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს
შიო მესამე - ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს ზნეობრივ ფასეულობებს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი
შიო მესამე - გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვიქცეთ, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას
შიო მესამე - ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე, საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება
მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში, ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს
აშშ-ის საელჩო - აშშ გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს შიო III-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით, ეს ისტორიული მოვლენაა
საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ შეწყალების საკითხს კვლავ დააყენებენ და ხელისუფლებასთან ამ თემაზე ისაუბრებენ
ეკლესია კვლავ ერთიანია, კვლავ გაუძღვება საზოგადოებას, ქვეყანას, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია - ლაშა ჟვანია
ახალი პატრიარქი რჩეული შვილია უწმინდესისა და მის ნაკვალევზე გააგრძელებს სიარულს ღვთის სიტყვით, წმინდა წერილით, ჩვენთვის მთავარი ღირებულება ეს არის - დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი
12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მაისის ამინდის პროგნოზი