საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

 

2026 წლის 11 მაისს, პარიზის დროით 23:25-ზე, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ- ეროვნულმა ასამბლეამ, ევროპულ საქმეთა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში მხარდაჭერიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, მიიღო რეზოლუცია „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული გადახრის დაგმობა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩვენი მხარდაჭერის ხელახლა დადასტურება".

577-კაციანი ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, რეზოლუციის მიღებას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგან 68 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო, 28 მათგანი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა.

საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს Rassemblement National (RN)-ისა და Droite républicaine-ის ჯგუფის წევრებმა. მათი მხრიდან ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა, რაც სრულიად მიუღებელია. მათივე შეფასებით, თუ სხვა ქვეყნებისთვის მისაღებია „უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) მსგავსი კანონმდებლობის მიღება, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის უფლება საქართველოს.

კანონის ინიციატორ, მაკრონის თანაპარტიელ დეპუტატ კონსტანს ლე გრიპს, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მის ძმასთან, ოთარ ზურაბიშვილთან დაახლოებული პირია, ასევე შეახსენეს, რომ მსგავს კანონს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მან თავის დროზე, თავადაც მხარი დაუჭირა.

 

 





მსგავსი სიახლეები
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს და ეკლესიას ერთი და იგივე სახეები ებრძვიან, ეს არის ბრძოლა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ თუ სულიერ მხარეს
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის ბოროტი თესლიდან სიბოროტე აღმოცენდება მხოლოდ, იგივე ხაზი, რაც მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლა ამუშავებულია ეკლესიის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში იყო, სადაც ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული, ამ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია
შალვა პაპუაშვილი - შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული, ეს არის ერის და ეკლესიის კანონიც
შალვა პაპუაშვილი - ბატონი პეტერ ფიშერი პენსიაზე გადის, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში
მამუკა მდინარაძე - ხშირად ეროვნებით ქართველები მონაწილეობენ ქვეყნის გარედან მომდინარე დარტყმებში, მონაწილეობენ პროექტებში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
მთავრობის ახალი დადგენილება
ისრაელის საელჩო, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს​
,,ხდება პროცედურების გამარტივება, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს კონკრეტული ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებას''- ჭეიშვილი
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
ანდრეი სიბიგა - გვსურს, ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგის გასაგრძელებლად, უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შევხვდები
შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში ჩართვას არ აპირებს, სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან ფასეულია
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი - შედეგები ხვალვე გამოცხადდება
,, ეჭვი მაქვს, არის მცდელობა, ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რაც არის ისტორიული უმადურობა მსხვერპლის წინაშე''- შალვა პაპუაშვილი