მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკულ სამიტში  მიიღებს  მონაწილეობას. მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან  270-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მაღალი დონის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასემ მოჰამედ ალბუდაივი, ევროკომისარი მდგრადი ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში აპოსტოლოს ციციკოსტასი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები.

 

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებას გააკეთებს ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით „Delivering 2030 - Leadership commitments for the energy transition," ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში და პანელის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებს.

 

ათენში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეხვედრა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან, სტავროს პაპასტავროუსთან.  დელეგაციაში, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, არიან მინისტრის მოადგილეები  ინგა ფხალაძე და თამარ იოსელიანი.

 

 





მსგავსი სიახლეები
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა
Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა
ერიკ ტრამპი - "ტრამპთაუერ თბილისი" მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას რეალობად ვაქცევთ
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა-მიხეილ ყაველაშვილი
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით, სომხეთში 7 მაისს ალუმინი და მარცვლეული გაიგზავნება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"