Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Conde Nast Traveller-ის ინდურმა რედაქციამ საქართველო 4 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.
„საქართველო წელიწადის ამ დროს მთის ჰაერის, ვენახებით დაფარული ველებისა და კომპაქტური ქალაქების ნაზავია, სადაც ჩამოსვლის შემდეგ მოგზაურობას დიდი დაგეგმვა არ სჭირდება. მაისში ქვეყანაში უკვე ნამდვილი გაზაფხულია: თბილისში ტემპერატურა 15-25°C-ია, კავკასიონის მაღალმთიან რეგიონებში კი უფრო გრილა და თოვლის დნობისგან ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული," - წერს Conde Nast Traveller-ის ჟურნალისტი.
სტატიაში აღწერილია თბილისი, ქალაქის ისტორიული უბნები და ტურისტული მარშრუტები. საქართველოს დედაქალაქთან ერთად Conde Nast Traveller მკითხველს რეგიონებში მოგზაურობასაც ურჩევს.
„თბილისიდან მოგზაურები ხშირად მიემართებიან ჩრდილოეთით, ყაზბეგის მიმართულებით. მაისში ხეობა მთლიანად გამწვანებულია, ტემპერატურა 10-20°C-ის ფარგლებშია, რაც კომფორტულ პირობებს ქმნის ლაშქრობისთვის. გერგეტის სამების ტაძრამდე ასასვლელი სალაშქრო ბილიკი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, სადაც ცვალებადი ღრუბლოვანი პეიზაჟები იშლება",- აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში ასევე აღწერილია კახეთის რეგიონში მდებარე საოჯახო მარნები ღვინის დეგუსტაციებით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - მცხეთა და უფლისციხე.
პუბლიკაციაში, საქართველოსთან ერთად, ნეპალი, შრი-ლანკა და ბუტანია დასახელებული.
მსგავსი სიახლეები
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
საქართველოდან ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - იანვარი-აპრილში მაჩვენებელი 21.1%-ით გაიზარდა
Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
მარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
თბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა
ერიკ ტრამპი - "ტრამპთაუერ თბილისი" მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას რეალობად ვაქცევთ
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა-მიხეილ ყაველაშვილი
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
26-28 მაისს საქართველო ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
მარტში საქართველოში მშენებლობა წლიურად 2.0 პროცენტით გაძვირდა - საქსტატი
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით, სომხეთში 7 მაისს ალუმინი და მარცვლეული გაიგზავნება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"