ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კორუფციულ ფაქტებზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, დაკავებულია სამი პირი, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა, ია ახალაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ შემთხვევაში კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე - ერთი მოქალაქე.
„გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ, შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს;
მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობების გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა, 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1 000 ლარი.
საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
მივმართავთ ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახური და, ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოები განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით", - განაცხადა ია ახალაიამ.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - შევხედოთ სახელებსა და სახეებს, დღეს ევროკავშირი არის რასა იუკნევიჩიენე და მისნაირები
პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კორუფციულ ფაქტებზე სამი პირი დააკავეს
გიორგი გვარაკიძე საქართველოში თურქეთის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
დააკავეს პირი, რომელიც ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა
ქვემო ქართლში პოლიციამ 13 128 აბი „მეთადონი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იტალიაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ
სხდომის დახურვის მიზეზი პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება გახდა - პროკურორი ლაშა გამყრელიძე
ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე - ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო
სუს-ი გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეომასალას აქვეყნებს
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავთა გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა თითოეულ თანამშრომელს
პროკურატურა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა
გურიაში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა