თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, თბილისის „დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გახსნეს.
სკვერის გახსნის ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის, ხოლო 13 მაისის სახელობის სკვერის სახელდება საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, 13 მაისი ქართული სპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.
„პირველ რიგში, მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა! 13 მაისი ქართული სპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ამ დღეს თბილისის „დინამომ" დიუსელდორფში, რეინშტადიონზე, იენის „კარლ ცაისი" დაამარცხა და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ყველას გვახსოვს ეს საამაყო დღე, თბილისის „დინამოს" ოქროს თაობის მიერ ჩატარებული დიდებული მატჩი და ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები. ჩვენი უფროსი თაობა იმდენად შთამბეჭდავად იხსენებს 1981 წლის 13 მაისის საღამოს, რომ შეუძლებელია, ცოცხლად არ განიცადო მაშინდელი ემოციები იმგვარად, თითქოს ყველა მონაწილენი ვიყავით იმ დიდი სიხარულისა, რომელმაც იმ დღეს მთელი საქართველო გააერთიანა. ამ სკვერისთვის 13 მაისის სახელის მინიჭება კიდევ ერთი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ახსოვდეთ ეს დღე და ეს გამარჯვება და ჰქონდეთ რწმენა, რომ სურვილით, მონდომებით და თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება და რომ სპორტში მიღწეულ გამარჯვებებს ერის ერთ მუშტად შეკვრა შეუძლია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობა მიიღო.
„13 მაისი ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია ქართული სპორტის ისტორიაში. ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ მნიშვნელოვანი თარიღის პატივსაცემად. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ სკვერს დაერქვა 13 მაისის სახელი და დღეს გაიმართა ოფიციალური გახსნა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში მონაწილეობა მიიღო", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს წევრები, სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და 1981 წლის 13 მაისის ისტორიული მატჩის მონაწილე ფეხბურთელები.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
ვილი სანიოლი - შრომას თუ გააგრძელებს, "ოქროს ბურთს" დაიმსახურებს
ვილი სანიოლმა ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა
"მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა" - BBC-
ირაკლი კობახიძე - უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს
საქართველოს ნაკრებმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა
"არ ვიცი, რამდენად ცოცხალი გავიდოდი ამ დარბაზიდან, ეს ფინალი რომ წამეგო და ხალხს საქართველოს ჰიმნი არ მოესმინა" - ლუკა მაისურაძე
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
ვილი სანიოლი - სამმცველიანი ტაქტიკით გუნდი უფრო სტაბილურია და ივნისშიც ასე ვითამაშებთ, მამაგეიშვილს მომავალშიც გამოვიძახებთ
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა
მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ
გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ -კახა კალაძე სპორტსმენებს
პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა
ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა