"რუსეთი ბრძოლის ველზე დაბრკოლებებს აწყდება: უკრაინასთან ომში რუსი  სამხედროების მსხვერპლის ზრდის კვალობაზე პუტინი სულ უფრო დათრგუნულად გამოიყურება"-The Economist

„უკრაინამ, როგორც ჩანს, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთს ომში ინიციატივა წაართვა“, - წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით: „რუსეთი ბრძოლის ველზე დაბრკოლებებს აწყდება: უკრაინასთან ომში რუსი  სამხედროების მსხვერპლის ზრდის კვალობაზე პუტინი სულ უფრო დათრგუნულად გამოიყურება“, რომელშიც განხილულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, ასევე მისი სავარაუდო პერსპექტივა.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

 

რუსეთში 9 მაისს გამართულმა საზეიმო ღონისძიებებმა, რომლებიც წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ უღიმღამოდ და შეზღუდული სახით იყო წარმოდგენილი, დაადასტურა, რომ რუსეთი პოზიციებს თმობს, მოსკოვს ეშინია - ვაითუ უკრაინამ ისეთი რამ მოიმოქმედოს, რომლითაც რუსეთის არმიის უძლეველობის რეპუტაცია შეილახებაო და ამ მიზნით ყველა ზომა იხმარა, მათ შორის ძლიერი სახელმწიფოსათვის საკმაოდ დამამცირებელიც - აღლუმზე არ გამოიყვანა მძიმე სამხედრო ტექნიკა, უკრაინული დრონების წინააღმდეგ წითელ მოედანზე ბადეები დაამონტაჟა, გამორთო ინტერნეტი მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში, ცენტრში გადაისროლა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და ა.შ.

 

და ბოლოს, კრემლი იძულებული გახდა აეტანა ვოლოდიმირ ზელენსკის დაცინვაც, რომელმაც გამოსცა ბრძანებულება „რუსეთისათვის სამხედრო აღლუმის ჩატარების ნებართვის მიცემის თაობაზე“ და რუსეთის ხელისუფლების „დასამშვიდებლად“ განაცხადა, რომ წითელი მოედნის დასაბომბად დრონებს არ გაუშვებდა.

 

უკრაინამ უმძიმეს ზამთარს გაუძლო, როცა ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების  ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად მასირებულად იბომბებოდა რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენის აპარატების მიერ, როცა არ იყო არც წყალი და არც გათბობა, არც ელექტროენერგია და არც გაზი. ამჟამად სიტუაცია იცვლება: კიევი თითქმის ყოველდღიურად ურტყამს რუსეთის სიღრმეში განლაგებულ სამხედრო ობიექტებს და კრემლს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს.

 

ფაქტია, რომ რუსეთის არმიის მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევა ბლეფი აღმოჩნდა. გარდა ამისა, რუსეთის არმიამ 2026 წლის აპრილში, პირველად 2024 წლის აგვისტოდან (როცა უკრაინამ კურსკის ოლქის ნაწილი დაიკავა) იმაზე მეტი ტერიტორია დაკარგა (ანუ უკან დაიხია), ვიდრე დაიკავა. რუკების მიხედვით, რომლებიც აშშ-ის ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) გამოაქვეყნა, რუსეთმა ბოლო 30 დღეში კონტროლი 133 კვ. კმ-ის ფართობის მქონე ოკუპირებულ ტერიტორიაზე  დაკარგა.

 

იმავდროულად მატულობს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული ავიაოპერაციების მასშტაბები, სიშორე და ინსტენსიურობა. მარტში უკრაინამ პირველად გადააჭარბა რუსეთს შორი მოქმედების დრონების დარტყმებში. ბოლო თვეებში უკრაინის არმია რეგულარულად ურტყამს ქვეყნის საზღვრებიდან ათასობით (ხშირად ორი ათასი) კილომეტრით დაშორებულ რუსულ სამხედრო ქარხნებს და ნავთობტერმინალებს. ამრიგად, რუსეთის მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების ზონაში აღმოჩნდა.

 

ომის დაწყების დროიდან - 2022 წლის თებერვლის ბოლოდან რუსეთის არმიამ მოკლულ-დაჭრილების სახით 1,4 მილიონი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ყოველთვიურად ფრონტზე 35 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იღუპება

 

როგორც ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების ფაკულტეტის საპატიო პროფესორი ლპურენს ფრიდმანი ამბობს, დღევანდელ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე თვეს, რომლებიც გვაჩვენებენ, შეძლებს თუ არა რუსეთი რაიმე დაუპირისპიროს უკრაინის წარმატებებს დრონებით სარგებლობის სფეროში და ემზადება თუ არა კრემლი საზაფხულო შეტევისათვის.

 

საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის თქმით, უკრაინა ამჟამად შედარებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო და ეს ხდება იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტს ბევრად უფრო სუსტი პოზიციები აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია“.

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
შეძლებს თუ არა თაკერ კარლსონი რესპუბლიკური პარტიის "ხელში ჩაგდებას" და თეთრი სახლის დაკავებას?"-The Hill
"რუსეთი ბრძოლის ველზე დაბრკოლებებს აწყდება: უკრაინასთან ომში რუსი  სამხედროების მსხვერპლის ზრდის კვალობაზე პუტინი სულ უფრო დათრგუნულად გამოიყურება"-The Economist
თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო -Reuters
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"
"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph
"რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს"-The Diplomat
"გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და "კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ "სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს"
"ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება"-The Economist
"ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!"-The Daily Telegraph
"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times
"დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში"-The New York Times
"აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა"-The Washington Post
"ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს" -BBC
„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“
"უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით"-BBC
"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist
რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times