შეძლებს თუ არა თაკერ კარლსონი რესპუბლიკური პარტიის "ხელში ჩაგდებას" და თეთრი სახლის დაკავებას?"-The Hill

„ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა თაკერ კარლსონმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ომი გამოუცხადა“. არადა, 2024 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, იგი ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. პრეზიდენტთან ბრძოლაში თაკერ კარლსონს მთავარი კოზირი აქვს - მილიონობით გამომწერ-მხარდამჭერი სოციალურ ქსელებში“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „შეძლებს თუ არა თაკერ კარლსონი რესპუბლიკური პარტიის „ხელში ჩაგდებას“ და თეთრი სახლის დაკავებას?“ (ავტორი - ჯონ მაკ-გლიონი, პროფესორი, კულტუროლოგი). მასალაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2028 წლის არჩევნებისათვის.



გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:



ამას წინათ თაკერ კარლსონმა პროგნოზების ბაზარზე რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია - ტოტალიზატორ Polymarket-ის მიერ შედგენილ პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში რესპუბლიკური პარტიიდან 2028 წლის არჩევნებისათვის მან 7% დაიმსახურა. ერთი შეხედვით, ეს თითქოსდა საკმაოდ მოკრძალებული ციფრია, მაგრამ ადამიანისათვის, რომელსაც ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანია არ აქვს, არც შტაბი და არც პარტიული აპარატი, 7%-იანი რეიტინგი, უბრალოდ, უჩვეულო და გასაოცარია.



ბევრი იტყვის, რომ თაკერ კარლსონის პრეზიდენტობაზე ფიქრი აბსურდია, მაგრამ გავიხსენოთ, რომ 2015 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობაზეც იგივეს ამბობდნენ.



პირს მორგანის გადაცემაში ინტერვიუს დროს, თაკერ კარლსონს არაფრით არ მიუნიშნებია თავის საპრეზიდენტო ამბიციებზე, თუმცა ის, რომ მან გამოხატა სურვილი დებატების გამართვაზე პრეზიდენტობის ამბიციების მქონე ტეხასელ გუბერნატორ ტედ კრუზთან, საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტია თაკერ კარლსონის ბრძოლაში ჩაბმისათვის. და თუ კარლსონი ამას გადაწყვეტს, ნურავინ იჩქარებს მის ჩამოწერას - დღეისათვის ბევრი მიზეზი არსებობს მისი წარმატებისათვის.



დავიწყოთ პოლიტიკური ამინდით: დონალდ ტრამპი იძირება. მისი რეიტინგი 34%-მდე დაეცა, რაც ანტირეკორდია მისი მეორე პრეზიდენტობის პერიოდში. იმ ამერიკელების წილი, რომლებთაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ დონალდ ტრამპი თავის დაპირებებს შეასრულებს, 2024 წლის ნოემბრის 51%-დან დღეისათვის 38%-მდე შემცირდა. თვით რესპუბლიკური პარტიის ბანაკში, ვინც ტრამპს „სიტყვის კაცად“ თვლის, მათი რაოდენობა მხოლოდ 14%-ს შეადგენს. ელექტორატს ცვლილებები სურს: მას არც დონალდ ტრამპი და არც მისი უახლოესი გარემოცვა აღარ აწყობს.



ზოგიერთები იტყვიან, რომ თაკერ კარლსონმა ისტერიკა ატეხა და თეთრ სახლთან ურთიერთობა პირადული ამბიციების გამო გაწყვიტაო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მისი გადაწყვეტილების მიღმა ღრმა მოსაზრებები იმალება. ცნობილია, რომ „ფოქს-ნიუსის“ ყოფილი წამყვანი ჟურნალისტი თავის თავს რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტური ფრთის რუპორად თვლის, რომლისთვისაც კვლავ სამოქმედო პრინციპია დევიზი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და დონალდ ტრამპთან უთანხმოება შარშან სწორედ ირანთან კონფლიქტის გამო დაეწყო. კარლსონმა ტრამპის გადაწყვეტილება „ამაზრზენად და ნაკლოვანად“ შეაფასა. იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი დაუფიქრებლად ერევა ახლო აღმოსავლეთის საქმეებში, თაკერ კარლსონი მომხრეა იმ ხაზისა, რომელიც „ამერიკისათვის დიდების დაბრუნებას“ გულისხმობს და რომელმაც 2016 წელს ამერიკელთა დიდი ნაწილი მიიმხრო: არავითარი ომების წამოწყება საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან, არავითარი ნოტაციების კითხვა სხვა ქვეყნების მიმართ და არავითარი ე.წ.“ორპარტიული კონსენსუსი“ პატრიოტიზმის ნიღბით.




ახალი შესაძლებლობების გამოყენების საკითხი პირველმა დაინახა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა წევრმა ჯორჯიის შტატიდან მარჯორი ტეილორ გრინმა, რომელსაც ასევე უთანხმოება აქვს დონალდ ტრამპთან. ექს-კონგრესვუმენმა საჯაროდ მოუწოდა თაკერ კარლსონს მოემზადოს საპრეზიდენტო არჩევნებისა და პრეზიდენტობის კანდიდატად ბალოტირებისათვის. იგი დარწმუნებულია, რომ როცა არჩევნების დრო დადგება, 58 წლის თაკერ კარლსონი 82 წლის დონალდ ტრამპს „დაანგრევს“ (თუმცა აშშ-ის კანონით, ტრამპს ისედაც არ აქვს მესამედ პრეზიდენტობის უფლება). მარჯორი გრინის ნათქვამში, ალბათ, ემოციები მეტია, მაგრამ იგი ხელმძღვანელობს ფხიზელი ანგარიშით: რესპუბლიკური პარტიის წევრთა უმრავლესობაში დონალდ ტრამპის მიმართ სიმპათიები გაიფანტა, მისი ადგილი თაკერ კარლსონმა დაიკავა.




სისტემური დასაბუთება აშკარად კარლსონის სასარგებლოდაა. მას ყველა ცნობილ მემარჯვენე ამერიკელებს შორის ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი აუდიტორია ჰყავს. 2023 წელს ტელეარხ „ფოქს ნიუსიდან“ ხმაურიანი გათავისუფლების შემდეგ თაკერ კარლსონმა დამოუკიდებელ მასმედიაში თავისი მასშტაბური ყოფნა აღიდგინა: მის პოსტებს და ვიდეო პოდკასტებს „იუთუბსა“ და „იქს-ქსელში“ დღეს ასობით მილიონი ამერიკელი ათვალიერებს, კითხულობს და უყურებს.



[დონალდ ტრამპის სავარაუდო მემკვიდრეებისგან] - ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაგან განსხვავებით, თაკერ კარლსონს შიდა პარტიული არჩევნებისათვის მომარაგებული აქვს პოპულისტური „მძიმე არტილერია“: ტრიბუნა, მილიონობით გამომწერი და იმ ამომრჩეველთა სიყვარული, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ვენსმა და რუბიომ იდეალებს უღალატეს. თაკერ კარლსონს მარტივად შეუძლია ათეულობით მილიონ ამერიკელს ვახშმის დროს თავისუფლად, „მათთვის გასაგებ ენაზე“ ელაპარაკოს ისე, რომ ტელეარხის ნებართვა, სპონსორი და პოლიტტექნოლოგები არ დაჭირდეს. ვინ-ვინ და ლაპარაკი თაკერ კარსონმა ნამდვილად იცის: მას შეუძლია ისაუბროს აბსოლუტურად ნებისმიერ თემაზე, ვაშინგტონში არსებული კორუფციიდან დაწყებული, „დემონებთან ბრძოლით“ დამთავრებული.



თაკერ კარლსონი ამერიკის მოსახლეობაში სიმპათიებს იწვევს. მას შეუძლია ფლანელის პერანგში გამოწყობილი ტყისმჭრელის ან მეტყევის როლი შეასრულოს, რომელიც მენის შტატში ხის მორებით აგებულ ქოხიდან რეპორტაჟს გადმოსცემს...


ასევე შეუძლია იყოს ექსცენტრიული გმირი პოპულარულ სერიალშიც. ამასთან, ბევრმა ამერიკელმა არ იცის, რომ თაკერ კარლსონს მრავალი მილიონი დოლარის ღირებულების სახლი აქვს ფლორიდაში, ბოკა-გრანდეს პლაჟზე, სადაც უბრალო კატერების სადგომის ქირის ფულის გადახდა მისი მაყურებლების უმეტესობას გააკოტრებდა. რასაკვირველია, კარლსონის თაყვანისმცემლების ნაწილმა თავიანთი კერპის ქონებრივი მდგომარეობა საკმაოდ კარგად იცის, სხვებმა შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამერიკელები, მათი სხვადასხვა პოლიტიკური ხედვების მიუხედავად, მის ქონებას არ უყურებენ - იმიტომ, რომ თაკერ კარლსონი ეხება მათ გულებში არსებულ რაღაც ღრმა და იმავდროულად ყველასათვის საერთო ბუნებრივ ადამიანურ გრძნობებს. ამერიკულ პოლიტიკაში გულწრფელობის გამოხატვა ხშირად სანახაობრივად ხდება ხოლმე და ამ მხრივ თაკერ კარლსონი ერთ-ერთი ისეთი შემსრულებელია, რომელმაც თავისი როლი მშვენივრად იცის.




თუ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდება, მისთვის საარჩევნო კამპანიის გეოგრაფიული კალენდარი ხელსაყრელი იქნება: აიოველებს უყვართ საქმიანი და მოხერხებული ადამიანები, რომლებიც წყენას გულში არ ინახავენ და უთანხმოებას მოგვარების უნარი აქვთ. ასეთ სიტუაციებში კარლსონი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ნიუ-ჰემპშირელებს სამართლიანი ბუნტისთავები მოსწონთ (კარლსონი ამითაც ცნობილია!), სამხრეთ კაროლინელ ამომრჩევლებს - ისეთი მებრძოლები, რომლებიც პრობლემების წინაშე არასოდეს ხელებს არ ჩამოუშვებენ... იმ დროისთვის, სანამ რესპუბლიკური პოლიტიკური ელიტა თავიანთი რომელიმე ალტერნატიული პიროვნების ირგვლივ შემჭიდროვდება, თაკერ კარლსონს ბრძოლის ველზე გაბატონება შეუძლია.




Polymarket-ის ტოტალიზატორში 7%-იანი ფსონი თაკერ კარლსონისათვის ზღვარი არ არის, ის მხოლოდ სასტარტო ხაზია. ისევ გავიმეორებ: მას ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყია და არც შტაბი არ აქვს შექმნილი, მაგრამ უკვე იმ სენატორებს სჯობნის, რომლებიც პრეზიდენტობის მიღწევას 2015 წლიდან ცდილობენ.



თაკერ კარლსონმა მომდევნო ნაბიჯი უნდა გადადგას. პარტია შეიძლება ჯერ მზად არ არის, მაგრამ მისი აუდიტორია ამისათვის უკვე მომწიფებულია.

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
შეძლებს თუ არა თაკერ კარლსონი რესპუბლიკური პარტიის "ხელში ჩაგდებას" და თეთრი სახლის დაკავებას?"-The Hill
"რუსეთი ბრძოლის ველზე დაბრკოლებებს აწყდება: უკრაინასთან ომში რუსი  სამხედროების მსხვერპლის ზრდის კვალობაზე პუტინი სულ უფრო დათრგუნულად გამოიყურება"-The Economist
თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო -Reuters
"ირანული დილემა, რომლის გადაწყვეტაზე აშშ ჯიუტად უარს ამბობს" -Foreign Policy
"ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის - ვივიანის - დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა" -The Daily Telegraph
"ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის"
"პუტინი წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა:უკრაინელი მამაცი დამცველების მოქმედებით კრემლს ჩადენილი სისულელე ძვირად უჯდება"-The Daily Telegraph
"რომელი შუააზიელი ლიდერი ეწვევა მოსკოვს გამარჯვების დღეს"-The Diplomat
"გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა" და "კერძი ევროპული მაგიდისათვის": როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ "სომხეთ-ევროკავშირის" სამიტს"
"ევროპას უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად ჭირდება"-The Economist
"ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპის გამოწვევა გაბედა: მათი მეგობრული ურთიერთობა დაინგრა?!"-The Daily Telegraph
"აშშ-ირანის კრიზისს პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია: იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიპლომატიური ნაბიჯების მიუხედავად, ომი უფრო გამწვავდება"-Financial Times
"დონალდ ტრამპის გამოსავალი ირანთან ომში"-The New York Times
"აშშ-ში ერთი გალონი ბენზინის ფასმა, პირველად ოთხი წლის განმავლობაში, 4 დოლარს გადააჭარბა"-The Washington Post
"ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს" -BBC
„ისტორიული მემკვიდრეობა და პოლიტიკური გათვლები: რატომ აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად ბრიუსელისადმი შიში, ვიდრე მოსკოვის მიმართ“
"უკრაინა", "კიევი" და "ზელენსკი". რეპორტაჟი ვიქტორ ორბანის მიტინგიდან, ანუ როგორი შედეგია მოსალოდნელი არჩევნებით"-BBC
"აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ: უპირატესობას თეირანი ფლობს"-The Economist
რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ -უცხოური პრესა
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times