14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები მარტოხელა ვერძებს ურჩევენ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს მაქსიმალურად გულწრფელები იყვნენ. ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გაუგებრობები, რაც ურთიერთობის განვითარებას ხელს უშლის. საუკეთესო პერიოდია ოფიციალური შეხვედრების, ურთიერთობისა და ახალი კავშირების დასამყარებლად. საყვარელი საქმიანობა და მეგობრებთან ურთიერთობა თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება. სანამ ახალ ფინანსურ გარიგებას დათანხმდებით მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ნუ მოგერიდებათ მხარდაჭერის თხოვნა, თუ ამის საჭიროებას გრძნობთ. თუ შეძლებთ და ამინდიც ხელს შეგიწყობთ, საღამო ბუნებაში დასვენებას დაუთმეთ.

კურო

სანამ სასიყვარულო მორევში თავით გადაეშვებით, პარტნიორს კარგად დააკვირდით — იქნებ ის ადამიანი არ არის, ვინც თქვენ გგონიათ. მოთმინება მოიკრიფეთ და ნუ იკამათებთ — გახსოვდეთ, რომ საკუთარი აზრის უფლება ყველა ადამიანს აქვს. თუ ბოლო დროს გაღიზიანებას გრძნობთ და თავის ხელში აყვანა გიჭირთ, ურთიერთობებში მცირე პაუზა აიღეთ. დაბრკოლებების მიუხედავად, მზად ხართ მიზნისკენ შეუჩერებლად იაროთ, მაგრამ ზოგჯერ გარემოება განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. დღეს ფული ვალად არ გასცეთ — უკან ვერ დაიბრუნებთ, მოვალე კი თქვენზე ჭორებსაც გაავრცელებს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია ფსიქოლოგიური გადატვირთვა. განსაკუთრებული სიფრთხილე მეტეო-მგრძნობიარე ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ.

ტყუპები

თუ მარტოობით დაიღალეთ და დიდი ხანია მეწყვილეს ეძებთ, სასიამოვნო სიურპრიზი გელით — ვარსკვლავები მალე სასიამოვნო ნაცნობობას გპირდებიან! მომდევნო 24 საათის განმავლობაში მცირე უთანხმოებების მოსალოდნელი, ამიტომ დღის განრიგი წინასწარ შეათანხმეთ. ენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითებამ შესაძლოა თქვენს შრომისუნარიანობაზე გავლენა იქონიოს. ახალი ცოდნის მიღებისა და უნარების დახვეწის შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ — თვითგანვითარება კარიერული წარმატების საწინდარია. მატერიალურ სფეროში ჯერჯერობით სირთულეებია, ამიტომ დიდ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. ყურადღება მიაქციეთ თვალებს, ახლა მხედველობის ორგანოებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ.

კირჩხიბი

თუ სიყვარულს ეძებთ, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება პოტენციური რჩეული დააფრთხოს. გამორიცხული არ არის, რომ დღეს მარსის დამანგრეველი გავლენა იგრძნოთ, რაც გაღიზიანებასა და ურთიერთბრალდებებში გამოიხატება. სამსახურში საკეთებელი თითქმის არაფერი გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ უახლოესი ხარჯები დაგეგმოთ. მიენდეთ საკუთარ თავს და პარტნიორებისა თუ თანამშრომლების პროვოკაციებს ნუ წამოეგებით. თუ არტერიული წნევის ცვალებადობა გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ — ამ სიმპტომების იგნორირება არ შეიძლება.

ლომი

ამ დღეს დაგეგმილი პაემანი შესაძლოა, დაუვიწყარი აღმოჩნდეს. ეცადეთ „კომფორტის ზონიდან“ გამოხვიდეთ — ვარსკვლავები სიახლეებისკენ გიბიძგებენ. ახლახან შექმნილ ოჯახში მოსალოდნელია კამათი და ურთიერთბრალდებები. მიზეზი უმნიშვნელო იქნება, ამიტომ სჯობს, ზოგ ფაქტს ყურადღება არ მიაქციოთ. სამსახურში მოგეცემათ შანსი, რომ ლიდერული თვისებები გამოავლინოთ, კოლეგების ნდობა მოიპოვოთ და ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყროთ. ეს დღე ხელსაყრელია ახალი წამოწყებებისთვის. ფინანსურ საქმეებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გმართებთ. შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და გულწრფელად გაიღიმოთ. ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ამ დღეს ნებისმიერი სახის სპორტი, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, სასარგებლო იქნება.

ქალწული

აქტიური მარსი ადამიანებს კონფლიქტებისა და დაპირისპირებისკენ უბიძგებს, ამიტომ ასტროლოგები სიმშვიდის შენარჩუნებას გირჩევენ. რთულია, მაგრამ ეცადეთ, აგრესიას აგრესიით არ უპასუხოთ. ადამიანი, რომელმაც გული გატკინათ, საკუთარ შეცდომას მალე მიხვდება და მოგიბოდიშებთ. თუ თქვენი გეგმების განხორციელება გვიანდება, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით — გახსოვდეთ, რომ სიტუაცია შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს. ფინანსური მდგომარეობა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოსწორდება, ასე რომ, იმედი არ უნდა დაკარგოთ. არარეგულარულმა კვებამ და „გზადაგზა წახემსებამ“ შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მენიუში ცხელი კერძები ჩართოთ.

სასწორი

ეს დღე თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ნერვიულობას მოუტანს. შესაძლოა, საყვარელ ადამიანს თქვენი კრიტიკული შენიშვნები და პრეტენზიები არ მოეწონოს და ძველი წყენა გაგიხსენოთ. სამსახურში შეგიძლიათ ხელფასის მომატების ან ბონუსის იმედი გქონდეთ. სამუშაო განრიგის დაცვა და მაღალი პროფესიონალიზმი შედეგს გამოიღებს — კოლეგებს აჯობებთ და მომავალს თავდაჯერებით შეხედავთ. ყურადღება გრძელვადიან ფინანსურ მიზნებზე გადაიტანეთ და გახსოვდეთ, რომ სტაბილურობა წარმატების გასაღებია. ფინანსური ვალდებულებები დროულად დაფარეთ, რადგან ამან შესაძლოა თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაართულოს. საკუთარ ჯანმრთელობას გამოუცდელ სპეციალისტებს ნუ ანდობთ. თუკი რომელიმე ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ, სხვას მიმართეთ.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ფილოსოფიურ თემებზე კამათი გელით. მთავარია, კამათი ხელჩართულ დაპირისპირებაში და ჭურჭლის მსხვრევაში არ გადაიზარდოს და ურთიერთობა არ გაირთულოთ. ნუ მოიწყენთ და გჯეროდეთ, რომ მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება! თქვენი გამჭრიახობისა და სიმამაცის დღეს ბევრს შეშურდება. თუკი სამსახურში ზუსტ დროს და ზუსტ ადგილას აღმოჩნდებით, ხელმძღვანელობის თვალში მნიშვნელოვან ქულებს ჩაიწერთ. ამ დღეს იღბალი ყველა ფინანსურ წამოწყებაში თქვენს მხარესაა, აზარტული თამაშების გარდა. მოერიდეთ ორპირ ქარს — ის თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს.

მშვილდოსანი

ეს დღე სასიყვარულო საქმეებისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელია. ვასრკვლავები გირჩევენ, გულწრფელი იყოთ, მაგრამ დაპირისპირებებს მოერიდოთ. თუ ამ დღეს დიდი ხნის წინ დაგეგმილ საქმეებს დაუთმობთ, სამომავლოდ ბევრ საზრუნავს თავიდან აიცილებთ. თქვენს შრომისმოყვარეობას და მონდომებას ხელმძღვანელობა სათანადოდ დააფასებს — შესაძლოა პრემია ან ხელფასის მომატება დაიმსახუროთ. თუ მთელ დროს მუშაობას უთმობთ, შესაძლოა ნერვული აშლილობა დაგემართოთ, ამიტომ უკიდურესობამდე ნუ მიხვალთ და დასვენების დრო გამონახეთ. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა არ შეგექმნათ.

თხის რქა

ვარსკვლავები სასიყვარულო თავგადასავალს გპირდებიან, რომელიც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება. თუ სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ ან სამუშაო შეიცვალეთ, ან დასვენების დღეები აიღეთ. კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან უთანხმოებისას ეცადეთ თავაზიანობა და პროფესიონალიზმი გამოავლინოთ. წარმოქმნილ პრობლემას რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტთ, გართობისა და დასვენებისთვის მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ. ყოველდღიური საქმეები დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა იმის ძალა და სურვილი მაინც დაგრჩებათ, რომ საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატაროთ.

მერწყული

ამ დღეს ახლობლებისგან დახმარებას ნუ დაელოდებით — სჯობს, საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. სამსახურში პირიქით — ნუ ეცდებით ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოთ, მიეცით კოლეგებს საშუალება, რომ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ; გაუზიარეთ თქვენი მიღწევები, თუმცა ეცადეთ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოთ. დღეს მაღაზიებში სიარულს მოერიდეთ, რადგან შეიძლება ბევრი ისეთი ნივთი შეიძინოთ, რომელსაც არასოდეს გამოიყენებთ. მედიტაცია საუკეთესო წამალია, რომელიც თქვენი შრომის ნაყოფიერებას გაზრდის — ამისთვის დრო უნდა გამონახოთ.

თევზები

თუ მარტოხელა ხართ და მეწყვილეს ეძებთ, ყურადღების მიპყრობა ნუ მოგერიდებათ. ოჯახში შესაძლოა ფინანსური უთანხმოებები წარმოიქმნას. ყურადღება არ მოადუნოთ — გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში კონკურენტებმა ხაფანგი დაგიგონ. მთლიანობაში, თქვენთვის ხელსაყრელი დღეა. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ფინანსებია — ფულს უსარგებლოდ ნუ ხარჯავთ. დროა, დაუგეგმავ შვებულებაზე იფიქროთ, რადგან გადაღლილობისგან შეიძლება ნერვული სტრესი დაგემართოთ. უძილობის დასაძლევად და დაღლილობის მოსახსნელად სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნეთ.





მსგავსი სიახლეები
14 მაისს ,,მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მაისის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დანელიას ქუჩაზე ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
"ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე..." - მარკეტების ქსელ "გვირილას" განცხადება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების საკითხს შეეხება
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მაისის ამინდის პროგნოზი
ჯუზეპე პაზოტო შიო III-ს - გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი - ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს
"ილია II შეირაცხოს წმინდანად და ეწოდოს მას მოციქულთა სწორი"- მეუფე ნიკოლოზი მიმართვას ავრცელებს
,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
დღეს "ევროვიზია 2026"-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება - "ბზიკები" დიდ სცენაზე წარდგებიან
ვინ იყვნენ შიო I და შიო II
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი გულითადად ულოცავს შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას, გვჯერა, თქვენი უწმინდესობის სიბრძნე შთაგონების წყარო იქნება ყველასთვის
პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის ტაძარში ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციას დაესწრო