ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს, თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო -დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე დაიწყო. ამ წუთებში ტრამპი ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან მართავს მოლაპარაკებებს.

 

შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი ესწრებიან.

 

დონალდ ტრამპმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე სი ძინპინს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება.

 

„არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო", - უთხრა დონალდ ტრამპმა სი ძინპს.

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინთან ურთიერთობა ნებისმიერ წინა სახელმწიფო მეთაურთა ურთიერთობაზე გრძელვადიანი და მჭიდროა.

 

„მე და თქვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. სინამდვილეში, ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთა ურთიერთობაზე გრძელია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს ვპოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს. ბევრმა არ იცის, მაგრამ პრობლემა რომ წამოიჭრებოდა, ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიური საერთო მომავალი გველოდება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 





მსგავსი სიახლეები
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა
ანდრეი ერმაკი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სპარსეთის ყურეში ირანის მოქმედებების შესაკავებლად
ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს, თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო -დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა
სი ძინპინი - ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები, ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები
Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ, შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება
პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა
მეფე ჩარლზი - სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო გაერთიანებულ სამეფოს საფრთხეს უქმნის, ამის უახლესი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი
ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება
დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა
დონალდ ტრამპი - გჯერათ თუ არა, უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ
,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს
ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
„სქაი ნიუსი“ - ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს
დროა, აშშ-მა აზერბაიჯანთან "დიდი შეთანხმება" გააფორმოს, რაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -"ატლანტიკური საბჭო"