ანდრეი ერმაკი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს

კიევის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

სასამართლომ ერმაკს გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა.

 

გირაოს თანხა შეადგენს 140 მილიონ გრივნას (3,2 მილიონ დოლარს). ერმაკმა განაცხადა, რომ ამ რაოდენობის თანხა არ აქვს.

 

ანდრეი ერმაკის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ადვოკატი მის მეგობრებსა და ნაცნობებს გაესაუბრება.

 

გირაოს გადახდის შემთხვევაში ერმაკი ვალდებული იქნება, არ დატოვოს კიევი, ჩააბაროს უცხოური პასპორტები და თავი შეიკავოს ამ საქმეში ფიგურანტ რამდენიმე პირთან კომუნიკაციისგან, მათ შორის ტიმურ მინდიჩთან, ყოფილ ვიცე-პრემიერთან, ალექსეი ჩერნიშოვთან და მკითხავ ვერონიკა ანიკეევასთან.

 

ყოფილი მაღალჩინოსნის დაცვის მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ხუთი დღის განმავლობაში შეუძლია.

 

ერმაკი ფიგურირებს საქმეში, რომელიც კიევის სიახლოვეს ელიტური კომპლექსის, „დინასტიის" მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის (10 მილიონი დოლარის) გათეთრებას ეხება. ერმაკმა დანაშაული არ აღიარა. ანდრეი ერმაკის ადვოკატის თქმით, პროკურატურის პოზიცია მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება.

 





მსგავსი სიახლეები
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინიამ თანამდებობა დატოვა
ანდრეი ერმაკი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს
აშშ ჩინეთს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სპარსეთის ყურეში ირანის მოქმედებების შესაკავებლად
ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს, თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო -დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა
სი ძინპინი - ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები, ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები
Financial Times: დონალდ ტრამპი სი ძინპინისგან მოითხოვს, რომ ჩინეთი ამერიკული ბიზნესისთვის გახსნას
The Wall Street Journal: ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ნავთობის ექსპორტი
რადოსლავ სიკორსკი - ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ, შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება
პროკურორმა სასამართლო პროცესზე უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი უფროსის, ანდრეი ერმაკისა და მკითხავის მიმოწერა გაასაჯაროვა
მეფე ჩარლზი - სულ უფრო სახიფათო და არასტაბილური სამყარო გაერთიანებულ სამეფოს საფრთხეს უქმნის, ამის უახლესი მაგალითია ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი
ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომი დღიურად დაახლოებით 450 მილიონი დოლარი უჯდება
დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა
დონალდ ტრამპი - გჯერათ თუ არა, უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ
,,ამ დროისთვის „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ არსებობს''- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა - პენტაგონის წარმომადგენელი
ანდრეი ერმაკის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს
ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
„სქაი ნიუსი“ - ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს
დროა, აშშ-მა აზერბაიჯანთან "დიდი შეთანხმება" გააფორმოს, რაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს -"ატლანტიკური საბჭო"